საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც სურთ ინგლისური ენის შესწავლა ან ცოდნის გაუმჯობესება, სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ონლაინ კურსებს “Learn English Select”;
Learn English Select არის მოქნილი ონლაინ თვითმართვადი კურსი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.
ონლაინ თვითმართვადი კურსი Learn English Select დაგეხმარებათ, ისწავლოთ თქვენთვის სასურველი გრაფიკით და მოარგოთ თქვენს დატვირთულ სტუდენტურ თუ სამუშაო გრაფიკს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.
რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
https://forms.gle/JL6DPvbFkGddE9NP8
კურსი მონაწილეებს ეხმარება ლექსიკური მარაგების შესასწავლად, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამუშაო სიტუაციებში
კურსი მოიცავს ექვსი ინტერაქტიული თვით წვდომის დონეს.
თითოეული დონე შედგება 40 თვითმართვადი გაკვეთილისგან, ის შეიძლება დასრულდეს დაახლოებით 20-25 კვირაში.
სასწავლო პლატფორმის ბმულს საორგანიზაციო გუნდი ბენეფიციარებს რეგისტრციის შემდეგ მიაწვდის. ასევე, ვინაიდან ადგილები შეზღუდულია, კონკურსის შემთხვევაში, დამატებით პირობებთან დაკაშირებით მსურველებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.
ცნობისათვის: პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უწევს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.
დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართონ სტუ-ის ინოვაციების ცენტრს (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახები: N221 და N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მიწერეთ: innovations@gtu.ge ან დაუკავშირდით: +995 32 2 36 51 29