ზოგადი მიზნები:
- სტუდენტების სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესება სომხეთში, საქართველოსა და ბელარუსში, სწავლებისა და სწავლის (T&L) პროცესში ინოვაციებისა და განვითარების ხელშეწყობით, ტექნოლოგიებისა და კვლევების ინტეგრაციის მხარდაჭერა და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება;
- სომხეთში, საქართველოსა და ბელარუსში უმაღლესი განათლების მოდერნიზება ბოლონიის პროცესის მიხედვით, თანამშრომლობის დამყარება ევროკავშირის ქვეყნებს შორის აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ვირტუალური მობილობის ხელშეწყობით, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესება.
კონკრეტული მიზნები:
- აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრის (TSDC) გაძლიერება პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში ლექტორებისა და ტრენერების შესაძლებლობების ზრდის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, აკადემიური პერსონალის ინოვაციური ტრეინინგების და აკადემიური ლიდერობის პროგრამების საშუალებით;
- პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების ზრდა მათი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის, კომპეტენციებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებით;
- სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის (VATL), როგორც მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო საზოგადოების შექმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ღია აკადემიური რესურსების (OER) გამოყენებითა და გაზიარებით, ინოვაციური და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სწავლისა და სწავლების განვითარების მიზნით;
- ინოვაციური და ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლის მეთოდების და ტიპების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საუკეთესო პრაქტიკების გავრცელება უნივერსიტეტებს შორის, ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში.
ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები:
პროექტს ექნება გავლენა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში და მათ გარეთ ინსტიტუციურ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე.
- მთლიანად უნივერსიტეტები;
- სტუდენტები (პარტნიორ ქვეყნებში და მათ გარეთ);
- აკადემიური პერსონალი(პარტნიორ ქვეყნებში და მათ გარეთ);
- ადმინისტრაციული პერსონალი და ხელმზღვანელობა (პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტები, მათ შორის ბიბლიოთეკარები, დეკანები, ვიცე-რექტორები);
- სხვა დაინტერესებული მხარეები და ეკონომიკური პარტნიორები (უმაღლეს გამათლებაში გადაწყვეტილების მიმღებები, პროფესიული ასოციაციები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.)
ხანგრძლივობა:
3 წელი – 15 ოქტომბერი, 2017 – 14 ოქტომბერი, 2020
PRINTeL კონსორციუმი:
პროექტის კონსორციუმი შედგება 15 ინსტიტუციისგან, რომელთა შორის არის 3-3 უნივერსიტეტი პარტნიორი ქვეყნებიდან: სომხეთი, საქართველო და ბელარუსი; ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სომხეთიდან და 5 უნივერსიტეტი ევროკავშირის ქვეყნებიდან.
პარტნიორი ინსტიტუციები
სომხეთი
ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU)–პროექტის კოორდინატორი
სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (NPUA)
ვანაძორის ჰ.თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (VSU)
საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) – ადგილობრივი კოორდინატორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)
ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TeSaU)
ბელარუსი
ბელარუსი სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) – ადგილობრივი კოორდინატორი
ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (BrSTU)
იანკა კუპალას სახელმწიფო უნივერსიტეტი გროდნოში (YKSUG)
ევროკავშირის პარტნიორი უნივერსიტეტები
ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (KU Leuven), ბელგია
ბარსელონას უნივერსიტეტი (UB), ესპანეთი
პორტოს უნივერსიტეტი (U.PORTO), პორტუგალია
ლინკოპინგის უნივერსიტეტი (LiU), შვედეთი
იოანეუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (FHJ), ავსტრია
პროექტის ეგიდით ამ დრომდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:
- სტუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის კონსორციუმის მენეჯმენტის ორ შეხვედრაში და წარადგინეს ანგარიშები და პრეზენტაციები;
- სტუ-ში ჩატარდა პროექტის ხელმძღვანელის მონიტორინგის ვიზიტი;
- პროექტის ეგიდით სტუ-ს 11 თანამშრომელი გადამზადდა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენების შესახებ და ამჟამად სტუ-ს ჰყავს 11 ე.წ. ტრენერთა-ტრენერი;
- პროექტის მოთხოვნების შესაბამისად სტუ-ში ინოვაციების ცენტრის შემადგენლობაში“ საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს „აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრი“ TSDC და მომზადდა ამ ცენტრის ხარისხის მართვის სტრატეგიის პროექტი (ინგლისურ ენაზე);
- 2019 წლის თებერვალ-მარტში 11-მა ტრენერთა-ტრენერმა, „სტუ-ს პროფესიული გადამზადების ცენტრთან კოორდინაციით“ ჩაატარა სტუ-ს აკადემიური პერსონალის გადამზადების ტრენინგები სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე და ჯამში გადამზადდა 330 სტუ-ს აკადემიური პერსონალი. გაიცა შესაბამისი სერტიფიკატები;
- ზემოთ აღნიშნული 11 ტრენერიდან 5 ტრენერი შერჩეულია, როგორც TSDC-ს მუდმივი სტაფი და ისინი პერიოდულად ატარებენ ტრენინგებს სტუ-ს აკადემიური პერსონალისათვის – მათ შორის ბოლო ტრენინგი ჩატრადა მიმდინარე წლის 27 თებერვალს;
- პროექტმა სტუ-სთვის შეიძინა ინვენტარი და ტექნიკური აღჭურვილობა რომლის გამოყენებით უნდა შეიქმნას სპეციალური ე.წ. ინოვაციური კლასი სადაც ჩატარდება ლექციები ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდებზე დაყრდნობით;
- სტუ-ს სამი თანამშრომელი იმყოფებოდა ბელგიაში, ლიუვენის უნივერსიტეტში, ტრენინგზე „ღია ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის“, აღნიშნულმა ტრენერებმა უკვე ჩაატარეს შესაბამისი ტრენინგები სტუ-ში რომელიც მომავალშიც არის დაგეგმილი;
- ამჟამად სტუ-ს თანამშრომლების მონაწილეობით მზადდება 5 სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურა სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ, რომელიც უნდა მომზადდეს 2020 წლის გაზაფხულზე და ისინი ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც;
- სტუ მონაწილეობს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ვებ პორტალის ე.წ. „ვირტუალური აკადემიის“ შექმნაში, რომელიც იქნება ონლაინ პლატფორმა და სტუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეეძლება მისი შეუზღუდავად გამოყენება;
- პროექტის ეგიდით მომზადდა არაერთი საინფორმაციო რუბრიკა, სტატია და სიუჟეტი რომელიც სხვადასხვა დროს განთავსდა როგორც პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ასევ სოციალურ ქსელსა და სტუ-ს ვებ გვერდზე.
- პროექტი ამჟამად განხორციელების აქტიურ ფაზაშია, ხორციელდება განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით და მისი შედეგებით უკვე ისარგებლა სტუ-ს 350 ზე მეტმა ბენეფიციარმა.