„დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საუკეთესო ათეული ცნობილია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ დასრულდა. ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების გამოწვევა 2021“, ფარგლებში, 27 მაისს, სტუ-ში შემაჯამებელი ღონისძიება „ე.წ Elevator Pitch Event“ ჩატარდა, სადაც გამოვლინდა 10  საუკეთესო იდეა.

სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ – რომელშიც შედიოდნენ ქართველი და ბრიტანელი წევრები, მოუსმინა სტუდენტთა ვიდეო მიმართვებს, რომელიც კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეების მიერ იყო ჩაწერილი.

სტუ-ს ფინალურ ეტაპზე ჯამში წარმოდგენილი იყო 15 ბიზნეს იდეა, საიდანაც ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა.

– 10 ტოპ იდეა სტუში:

  1. Creative Workshop;
  2. Green Wave;
  3. 3D Ecological Service;
  4. SSD Predictive Maintenance;
  5. Appoyo – Best friend for your mental well-being;
  6. Dielo – All discounts on your fingertips;
  7. Smart Gas Control System;
  8. Virtual assistant;
  9. Development club;
  10. Georgia’s sustainable buildings platform;

ეს იდეები და მათი ავტორები, კონკურსის წესების მიხედვით გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი დიდი იდეების გამოწვევა 2021 იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში და ის სრულად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*