„ინოვაციური სემინარი – ბიზნესთან თანამშრომლობა“

გაცნობებთ, რომ 10 ნოემბერს სტუ-ს სტუდენტებისთვის და 12 ნოემბერს სტუ-ს თანამშრომლებისთვის ცალ-ცალკე, დისტანციურად (ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით) ერთ დღიანი „ინოვაციური სემინარი – ბიზნესთან თანამშრომლობა“ (Innovation Seminar – Engaging with Business) ჩატარდება.

სემინარი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-4 წლის პროექტის ფარგლებში. გვსურს მონაწილეებს გავაცნოთ და გავუზიაროთ ცოდნა კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) წარმატებით აპრობირებული „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა“ (KRISP) შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირების და მხარდაჭერისთვის შეიქმნა.

ღონისძიების მიზანია სტუ-ში სტიმულირდეს მსგავსი აქტივობები და მომზადდეს აღნიშნული პროგრამის ქართული ანალოგი. სემინარი ხელს შეუწყობს სტუდენტების და თანამშრომლების პრაქტიკული უნარებისა  და ბიზნეს სექტორსა და სტუ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

სემინარს გაუძღვება: ემმა ბონფილიო – კილის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების მრჩეველი. კილის ბიზნეს სკოლა.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა.

სარეგისტრაციო ბმული:  https://forms.gle/Djrr4Wci1N1BbMjD9

დარეგისტრირების შემთხვევაში, მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ სემინარის დღის წესრიგს და ღონისძიების ბმულს (ZOOM).

სემინარის სამუშაო ენა არის ინგლისურ.

სემინარში სრულად მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).

სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*