საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამედ, “მეწარმეობის დღე 2021” ჩატარდა

სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, „სტუ-ს მეწარმეობის დღე 2021“ ჩატარდა.

ღონისძიება COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და აკადემიურმა პერსონალმა. ერთდღიანი პროგრამა ითვალისწინებდა სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს და პრეზენტაციებს, რომელთა შინაარსი შემუშავებულია კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით. სესიები დაეთმო შემდეგ თემებს:

  • სესია 1 – პროექტი “Creative Spark” პრეზენტაცია;
  • სესია 2 – სემინარი თემაზე: „მეწარმეობა და გლობალური გამოწვევები“;
  • სესია 3 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო იდეების გენერაცია და ბიზნესის მოდელირება“;
  • სესია 4 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო რესურსების მართვა და გუნდური მუშაობა“.

„სტუ-ს მეწარმეობის დღე“ წარმოადგენდა, „სტუ-ს დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის, ერთგვარ მხარდაჭერ ღონისძიებას, რომელიც ასევე პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ფარგლებში 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდება და ის ოფიციალურად უკვე დაანონსდა (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ იხილეთ სტუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე https://gtu.ge/News/16353/ ). დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ქართულ-ბრიტანული სერთიფიკატები.

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*