საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად, “მეწარმეობის 5 მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ჩატარდა

სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 17-18 აპრილს, „დიდი იდეების კონკურსი 2021“ მონაწილეებისათვის „მეწარმეობის 5 მოდულიანი  ტრენინგ-კურსი“ ჩატარდა.

ღონისძიება COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. „მეწარმეობის 5 მოდულიანი ტრენინგ-კურსი“ ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის  „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით მომზადდა. ორდღიანი პროგრამა ითვალისწინებდა სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს და პრეზენტაციებს, რომელთა შინაარსი ფარავდა 5 განსხვავებულ მოდულს,  კერძოდ კი მეწარმეობასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა:

  • მოდული 1 – მეწარმეობა და თანამედროვე გამოწვევები;
  • მოდული 2 – იდეების გენერაცია და ბიზნეს მოდელების დამუშავება;
  • მოდული 3 – გუნდური მუშაობა და სამეწარმეო გუნდის ფორმირება;
  • მოდული 4 – თანამედროვე საინფორმაციო სისტემები და მისი გავლენა სამეწარმეო ბიზნესის განვითარებაზე (E-commerce);
  • მოდული 5 – ბიზნეს იდეების პრეზენტაციების სწორად მომზადება/წარდგენა;

„მეწარმეობის 5 მოდულიანი  ტრენინგ-კურსი“ წარმოადგენდა, „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის, ერთგვარ მხარდამჭერ დამატებით ღონისძიებას. ასევე დაიგეგმა 12 მენტორობის სესია სადაც მონაწილეებს ტრენერები გაუწევენ შესაბამის პროფესიულ მხარდაჭერას სამეწარმეო იდეების დასახვეწად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და აკადემიურმა პერსონალმა რომლებმაც გამოხატეს ინტერესი მონაწილეობა მიიღონ „დიდი იდეების კონკურსი 2021“-ში (დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ იხილეთ სტუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე https://gtu.ge/News/16353/ ).

 

ტრენინგ-კურსის შექმნის ზოგადი მიზანია სტუ-ში შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობა სამეწარმეო ცოდნის გაზიარებისთვის, რათა კონკრეტულ შემთხვევაში ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად მოემზადონ კონკურსებისთვის, დაამუშაონ და მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოთ საკუთარი ბიზნეს იდეები.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*