სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

24 ივნისს, ხუთშაბათს 14:00 საათზე, ZOOM პლატფორმის გამოყენებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის მენეჯმენტის გუნდმა წარმოადგინა პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მე-3 წლის თანამშრომლობის ანგარიში.

მესამე წლის პროექტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს რომლის მთავარი მიზანი იყი, სტუ-ში სამეწარმეო ეკო-კულტურის კიდევ უფრო განვითარება და სამეწარმეო სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და გაზიარება. ასევე ინგლისური ენის სწავლების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზება. გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა უკვე განხორციელებულია და პროექტი ოფიციალურად მიმდინარე წლის 30 ივნისს დასრულდება.

ასევე, შეხვედრაზე მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო „საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის“ (GEEA) საქმიანობის შესახებ ანგარიში. ალიანსის მენეჯმენტის გუნდის წევრებმა, გააკეთეს პრეზენტაცია ალიანსის მიზნების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სტუ, პარტნიორებთან ერთად, არის აღნიშნული ალიანსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია და მომავალში ამ ალიანსის საქმიანობისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, სტუ-ს ინოვაციების ცენტრი დაინტერესებულ მხარეებს პერიოდულად მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.

შეხვედრა, საკმაოდ საქმიან და მუშა რეჟიმში წარიმართა, შეხვედრაზე, მონაწილეების მხრიდან  გამოითქვა არაერთი მოსაზრება და შეფასება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ.   https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერსტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

 

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*