სტუ-ში პროექტი „ინგლისური კლუბი“ (ENGLISH CLUB) წარმატებით დასრულდა

მიმდინარე წლის 28 მაისს, პროექტის სტუ-ს „ინგლისურის კლუბის“ (English Club) დასკვნითი ონლაინ ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილეებს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში წარმატებით გაიარეს ინგლისური ენის სწავლების 20 კვირიანი კურსი და დაძლიეს შესაბამისი პროგრამა, გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი (ინგლისურის ცოდნის B2 დონე) სერტიფიკატები.

პროექტი ინგლისური კლუბი  იყო  ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობდა უფასო, ინტენსიურ კურსებს ინგლისურ ენაში. სასწავლო კურსი მიყავდა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეულ პედაგოგს და  ის ეხებოდა შემდეგ ოთხ მიმართულებას:

  1. ინგლისური ენის სწავლა;
  2. ენობრივი და პროფესიული უნარები;
  3. სამუშაო (პროფესიული) გარემო;
  4. სამეწარმეო უნარები;

პროექტის დასაწყისში, პროექტის მონაწილე სტუდენტები შეირჩა კონკურსის წესით. შერჩევის კრიტერიუმები იყო საკმაოდ კონკრეტული. ჯამში კონკურსში მონაწილეობდა 70-მდე სტუდენტი, საიდანაც შეირჩა 20 კანდიდატი. COVID 19 პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე სწავლება განხორციელდა ZOOM პლატფორმის საშუალებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებული იყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ და ის ხორციელდებოდა სტუ-ს ინოვაციების ცენტრის მიერ, სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*