„შემოქმედებითი ნაპერწკალის“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპროექტო გუნდის განცხადება ინგლისური ენის სწავლების ონლაინ კურსები Learn English Select-ის შესახებ

 

დასრულდა რეგისტრაციის პროცესი ინგლისური ენის სწავლების ონლაინ კურსებზე Learn English Select, სადაც დარეგისტრირდა იმაზე გაცილებით ბევრად მეტი რაოდენობის მსურველი, ვიდრე ვაკანსია არსებობს. შესაბამისად კურსის მონაწილეების შერჩევის მიზნით, პროექტის საორგანიზაციო გუნდი უკვე  დარეგისტრირებულ სტუდენტ კანდიდატებს შორის აცხადებს კონკურსს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ავტომატურად გამოეთიშა შერჩევის პროცესს.

ინგლისური ენის სწავლების ონლაინ კურსის Learn English Select-ის კონკურსის შემდეგ ეტაპზე, უკვე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს გადაეგზავნა სპეციალური ფორმა, რომლის შევსება სავალდებულოა 14 დეკემბრის, 12:00 საათამდე, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, რეგისტრაცია შეწყდება და ადრესატი რომელიც აღნიშნულ დრომდე არ შეავსებს ბმულს, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, გათვალისწინებულია შემდეგი  საკითხები:

ა)  კურსში ჩართვის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა დაასრულოს  კურსის მინიმუმ ერთი სასწავლო დონე (Learn English Select კურსი მოიცავს ექვსი ინტერაქტიული თვით წვდომის დონეს. თითოეული დონე შედგება 40 თვითმართვადი გაკვეთილისგან. ის შეიძლება დასრულდეს დაახლოებით 20-25 კვირაში);

ბ) შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩაერთოს პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალის” მე-3 წლის დაგეგმილ აქტივობებში 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში. პროექტის აქტივობების შესახებ სტუდენტებს პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია  (პროექტი  “შემოქმედებითი ნაპერწკალის” შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark)

გ) საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სტუდენტთა სასწავლო რეიტინგის მიხედვით, კერძოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შკალირებული ქულათა ჯამის მაჩვენებლის მიხედვით, რითაც მოხდა კონკრეტული სტუდენტის ჩარიცხვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება შერჩეულ სტუდენტთა სწავლების საფეხურის თანაფარდობას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს შორის, გადაწყვეტილება მიიღება კონკურსანტთა რაოდენობრივი შედეგების ბუნებრივი პროცენტული მაჩვენებლის თანაფარდობით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ჩვენს ოფიციალურ FB გვერდზე ან ელ. ფოსტაზე innovations@gtu.ge

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*