ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ : სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულია კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი.

მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენს თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ექსკლუზიური საშუალება ეძლევათ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი და მიიღონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.

კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები და წარმატებით გამოიყენოთ სამეწარმეო საქმიანობაში. კურსზე რეგისტრაცია გაიხსნება 2020 წლის 12 თებერვალს და დასრულდება 2020 წლის 2 მარტს. კურსი დაიწყება 2020 წლის 4 მარტს.

კურსის გავლა შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენაზე.

ასევე რეგისტრაციისათვის მიყევით ამ ლინკს:

ინგლისური ლინკი (ფაილი #1)How to Register for the DL101EBC English

რუსული ლინკი (ფაილი #2)How to Register for the DL101RBC Russian

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტის სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება.



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ: მისამართი: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: ტელ: 2 36 51 29;