საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ დასრულდა. ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების გამოწვევა 2021“, ფარგლებში, 27 მაისს, სტუ-ში შემაჯამებელი ღონისძიება „ე.წ Elevator Pitch Event“ ჩატარდა, სადაც გამოვლინდა 10 საუკეთესო იდეა.
სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ – რომელშიც შედიოდნენ ქართველი და ბრიტანელი წევრები, მოუსმინა სტუდენტთა ვიდეო მიმართვებს, რომელიც კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეების მიერ იყო ჩაწერილი.
სტუ-ს ფინალურ ეტაპზე ჯამში წარმოდგენილი იყო 15 ბიზნეს იდეა, საიდანაც ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა.
– 10 ტოპ იდეა სტუ–ში:
- Creative Workshop;
- Green Wave;
- 3D Ecological Service;
- SSD Predictive Maintenance;
- Appoyo – Best friend for your mental well-being;
- Dielo – All discounts on your fingertips;
- Smart Gas Control System;
- Virtual assistant;
- Development club;
- Georgia’s sustainable buildings platform;
ეს იდეები და მათი ავტორები, კონკურსის წესების მიხედვით გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი „დიდი იდეების გამოწვევა 2021“ იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში და ის სრულად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.
კითხვების შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29