საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების გამოწვევა 2020“
დასრულდა. დღეს, 28 მაისს, ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი
ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების გამოწვევა 2020“,
ფარგლებში, შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება ჩატარდა, სადაც დასახელდა
გამარჯვებული გუნდი.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულია იდეა „Contacting Agro-Cam“, რომლის
ავტორები არიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის
ფაკულტეტის სტუდენტები, სალომე ნეფარიძე და ეკატერინე ხეთაგური.
პროექტის მენეჯმენტის გუნდი ვულოცავთ იდეის ავტორებს გამარჯვებას.
გამარჯვებულებს 500 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდო გადაეცემა და
ისინი გააგრძელებენ მონაწილეობას „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ კონკურსში
საქართველოს მასშტაბით.
ასევე ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჯამში მონაწილე 18
გუნდიდან, გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა. ეს იდეები და მათი ავტორები
საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
– 10 ტოპ იდეა სტუ-ში:
1. Smart Air Monitoring Display System;
2.“Miniatures&“;
3. Smart Lamps;
4. Little Grower;
5. Multifunctional “Delta pen“;
6. Contacting Agro Camp;
7. SmartWear;
8. Greenline;
9. “Tablet soap“;
10. Ecar support;
კონკურსი იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი
ნაპერწკალი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის
უნივერსიტეტის პარტნიორობით.
„დიდი იდეების კონკურსი 2020“- ის (Big Idea Challenge) ფარგლებში “Elevator Pitch Event“ ჩატარდა
დღეს, 10 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (Creative Spark) – ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების კონკურსი 2020“, ფარგლებში, Online რეჟიმში “Elevator Pitch event” ჩატარდა.
ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე, წინასწარი მოხსენებით 20 გუნდის მიერ, 1 წუთიანი პრეზენტაციებით წარმოდგენილ იქნა საკმაოდ საინტერესო იდეები. მონაწილეებიდან 18 გუნდი წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და 1-1 გუნდი წარმოდგენილები იყვნენ შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან. საბოლოო შედეგები და გამარჯვებული გუნდი 25 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი.
კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტია.
„დიდი იდეების კონკურსი 2020“ ფარგებში online ტრენიგები დაიწყო
დღეს, 8 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) კონკურსანტების მონაწილეობით, online ტრენინგები დაიწყო. ტრეინინგების გახსნით სესიაზე, სტუდენტებს მიმართეს და წარმატება უსურვეს პროექტის კოორდინატორმა, ჟიურის წევრებმა, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. სესიას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის პროფესორი კოლინ რიგბი და ინოვაციების მრჩეველი ფილიპა ჩეპმენი, ასევე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები, მოწვეული მენტორები და სპიკერები. კონკურსანტებმა გაცნობის მიზნით წარმოადგინეს საკუთარი თავი და იდეები.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კონკურსის ჩატარება ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რაც სამეწარმეო განათლების სფეროს განსავითარებლად დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.
პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, სესიების თემატიკა ეხებოდა ინოვაციურ იდეებს, სტარტაპებს, ბიზნეს მოდელებს, ზოგადად ეკოსისტემას და სხვა საინტერესო თემებს.
ტრეინინგები 10 მაისს – “Elevator Pitch Event“ ღონისძიებით დასრულდება, სადაც ჟიური მონაწილეების წინასწარ შეფასებას განახორციელებს, მოგვიანებით კი გამარჯვებულებს – 10 ფინალისტს და 1 „სტუ“-ს ჩემპიონს ერთ წუთიან ინგლისურ ენოვან ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „დიდი იდეების კონკურსი 2020“, რომელიც „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში ტარდება, (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით) მიმდინარეობს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინტერესო თავგადასავლები იწყება!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – “შემოქმედებითი ნაპერწკალი” ინოვაციური კონკურსის “დიდი იდეების გამოწვევა 2020’’ (Big Idea Challenge 2020)” სააპლიკაციო განაცხადების მიღება დასრულდა.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი გარემოებისა (COVID 19 პანდემია), ჩვენი სტუდენტები განსაკუთრებულად დიდი აქტიურობით გამოირჩევიან და შთამბეჭდავი რაოდენობის მონაწილეობის მსურველიც გვყავს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს!
23 გუნდი და 40-ზე მეტი სტუდენტი იბრძოლებს გამარჯვებისათვის. ასევე გიზიარებთ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს კონკურსის შესახებ, იხ ატვირთული ფაილი: სტატისტიკა-Big-Idea-Challenge-2020 (1)
აქვე ავღნიშნავთ, რომ ფინალისტები და გამარჯვებული, სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით 25 მაისამდე გამოვლინდება სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც ქართველი ასევე ბრიტანელი წევრები. ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ფინალისტი, რომლებიც ავტომატურად გადავლენ მომდევნო ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის საქართველოს ფინალში და ექნებათ მთლიან კონკურსში გამარჯვების შანსი (კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. https://creativespark-bigidea.uk/ მიმდინარე წლის 8; 9 და 10 მაისს მონაწილეებისათვის ჩატარდება სპეციალური სერტიფიცირებული online ტრეინინგები. მოკლედ, წინ შრომატევადი დღეებია!
კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პარტნიორობით;
დეტალური ინფორმაცია, „დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით იხილეთ აქ:
ინფორმაცია უფრო ვრცლად იხილეთ აქ:
- Project Journey Diagram_Creative Spark Big Idea Challenge 2020_V2_11.02.2020
- Nomination Form_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Selection Criteria_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Terms and conditions_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Ideation Workshop Lesson Plan_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Pitching Bootcamp Lesson Plan_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Diversity best practice_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Userguide for Pitch Videos_Creative SPark Big Idea Challenge 2020
- Entrepreneurship Glossary_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Promote Your Pitch on Social Media Guide_Creative Spark Big Idea Challe
- Video Pitch Examples_Creative Spark Big Idea Challenge 2020
- Video Pitching Selection and Grading Criteria – short
პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის “დიდი იდეების კონკურსი 2020’’ იწყება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება “დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:
- ციფრული ტექნოლოგიები;
- სოციალური გავლენა;
- შემოქმედებითობა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით ჯერ სტუ-ს, შემდეგ ქვეყნის, ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მაშტაბით.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამარჯვებული საუკეთესო ერთი გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 500 £ (ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარებში) ოდენობით;
- ქვეყნის (საქართველოს) მაშტაბით გამარჯვებული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს);
- ხალხის რჩეული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).
საბოლოოდ საქართველოს მაშტაბით, გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფი.
პირველ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში სტუ-ში, შემდეგ საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს ა.წ. 3 აპრილამდე
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (თავდაპირველად ივსება ქართულ ენაზე) აპლიკაციის-ფორმა-2020
გთხოვთ ქართულ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე innovations@gtu.ge
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:
– კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება;
– ბიზნეს იდეების განვითარება ინკუბაციის და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;
– კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა;
“დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.
პროექტის მიზანია:
- სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
- ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
- ცოდნის გაზიარება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/
ასევე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: Briefing to Institutions – CSBIC-2020
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ–ს ინოვაციების ცენტრი“.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N144.
კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
ტელ.: 2 36 51 29