„დიდი იდეების კონკურსი 2020“- ის (Big Idea Challenge) ფარგლებში “Elevator Pitch Event“ ჩატარდა

„დიდი იდეების კონკურსი 2020“- ის (Big Idea Challenge) ფარგლებში “Elevator Pitch Event“ ჩატარდა

„დიდი იდეების კონკურსი 2020“- ის (Big Idea Challenge) ფარგლებში “Elevator Pitch Event“ ჩატარდა

დღეს, 10 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (Creative Spark) – ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების კონკურსი 2020“, ფარგლებში, Online რეჟიმში “Elevator Pitch event” ჩატარდა.

ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე, წინასწარი მოხსენებით 20 გუნდის მიერ, 1 წუთიანი პრეზენტაციებით წარმოდგენილ იქნა საკმაოდ საინტერესო იდეები. მონაწილეებიდან 18 გუნდი წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და 1-1 გუნდი წარმოდგენილები იყვნენ შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან. საბოლოო შედეგები და გამარჯვებული გუნდი 25 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი.

კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტია.