საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ მხარდაჭერით და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სტუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო მოკლე ონლაინ კურსს სრულიად უფასოდ ინგლისურ და რუსულ ენებზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი;
ექმნილია იმისათვის, რომ მოახდინოს ინტელექტუალური საკუთრების სწრაფი მიმოხილვა და მიზეზები, რის გამოც იგი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ აქტივად ითვლება დღევანდელ ცხოვრებაში და ეკონომიკაში.
კურსის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი მიმოხილვა და იმ მიზეზების აღწერა, რის გამოც იგი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ აქტივად ითვლება დღევანდელ ეკონომიკაში. კურსი ფარავს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა ზოგად საკითხს. კურსის შინაარსიდან გამომდინარე, მასალების წაკითხვის სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 საათი. საბაზისო კურსს არ გააჩნია გამოცდა და არ გასცემს სერტიფიკატს.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე და მიჰყევით ინსტრუქციას:
https://welc.wipo.int/acrp/program/dl?cid=DL001EBC20S2
რეგისტრაცია შესაძლებელია 9 დეკემბრამდე, კურსის გავლის ბოლო ვადაა 18 დეკემბერი.
კითხვების შემთხვევაში (რუსულ და ინგლისურ ენაზე) დაუკავშირდით კურსის ადმინისტრატორს: