Innovations Center Of GTU

პროგრამები

პროექტიშემოქმედებითი ნაპერწკალი“  – „დიდი იდეების გამოწვევა

(Big Idea Challenge)   

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით და ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.  

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
  • ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
  • ცოდნის გაზიარება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ტარდეა “იდეების კონკურსი“ (Big Idea Challenge)  რომლის მთავარი მიზანია სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკულ აღსრულება, ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით;

აღნიშნული გლობალური კონკურსის – Big Idea Challenge ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება დიდი იდეების გამოწვევა რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ.

პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).

კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში: 1. ციფრული ტექნოლოგიები; 2. სოციალური გავლენა; 3. შემოქმედებითობა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით ჯერ ქვეყნების ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მაშტაბით

ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მასშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის არჩევანის კატეგორიაში.

პროექტში ჩართული პირებისთვის, რომლებიც შეძლებენ დასკვნით ეტაპზე წარადგინონ დამუშავებული პროექტები და გაიმარჯვებენ ქვეყნის მასშტაბით კონკურში, გათვალისწინებულია სხვადასხვა პრიზები. კერძოდ ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულები მიიღებენ 3000 ფუნტ სტერლინგს, ხალხის რჩეული მიიღებს 2000 ფუნტ სტერლინგი, ყველა კატეგორიაში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ლონდონში, ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით.

აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 20 მაისამდე.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (ივსება ინგლისურ ენაზე)

გთხოვთ ინგლისურ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე innovations@gtu.ge   

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/

აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ.   https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან.  

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge   ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29