გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – „ქალთა ტექ. ჰაბი“
პროექტის ინჟინერიის და მეწარმეობის სფეროში ქალის როლის გაძლიერებისა და მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. პროექტით ინიცირდა ქალთა ტექ-ჰაბის პლათფორმის ჩამოყალიბება რათა მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ქალები, რომლებიც სწავლობენ ან აპირებენ დასაქმდნენ საინჟინრო ინდუსტრიაში, ასევე აქვთ სამეწარმეო იდეები რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. პროექტი ქმნის ინჟინერიის და მეწარმეობის სფეროში კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობებს სემინარების, ბიზნესთან პროაქტიული თანამშრომლობის და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით.
პროექტის იდეა და საპროექტო წინადადების მიზანი ფორმულირებულია სამი გამოწვევის საპასუხოდ, კერძოდ:
- საინჟინრო სპეციალობების ქალბატონებმა, ტექნოლოგიების და მეწარმეობის სინთეზით, აიმაღლონ ცოდნა და უნარები რაც ქალებს დაეხმარებათ საკუთარი ბიზნეს ინიციატივის შემუშავება-დახვეწაში და შემდგომში ეფექტიან მართვაში რეალური ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად;
- უნარების ამაღლების პარალელურად, ქალმა სტუდენტებმა გააღვივონ ინტერესი, საინჟინრო და ტექ. მეწარმეობის დარგების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იქნას კარიერის დაგეგმვის და განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები -ასევე შემდგომი სწავლების სწორი დაგეგმა;
- საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული კონკურენტუნარიანი მრავალფეროვანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ინჟინერი ქალების შემდგომ პროფესიით დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებს;
პროექტის მიზნების მიღწევისათვის, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა შემდეგი ძირითად აქტივობებს:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ქალთა ტექ. ჰაბი“-ს პლათფორმის შექმნა რომელიც პროაქტიულად იზრუნებს ინჟინერიასა და ტექ.მეწარმეობაში ქალთა როლის გაძლიერებისათვის;
- სტუდენტებისთვის ჩატარდება 5 კომბინირებული კურსი ტექ. და სამეწარმეო უნარების განვითარებისათვის, რომელიც შეიცავს 5 განსხვავებულ მოდულს და სწავლებას უზრუნველყოფს ინოვაციური ტრენინგ-მოდელით;
პალატფორმა მსურველებს სთავაზობს შემდეგ ტრენინგ-მოდულებს:
- ზოგადი მენეჯმენტი;
- მარკეტინგული კომუნიკაციები და PR ტექნოლოგიები;
- გრაფიკული დიზაინი;
- ვებ. ტექნოლოგიები და WordPress დეველოპმენტი;
- მეწარმეობა პრაქტიკაში;
- ჩატარდა და პერიოდულად ჩატარდება „ინოვაციური იდეების კონკურსი“;
- საინჟინრო დარგების და მეწარმეობის სინთეზის (ტექმეწარმეობის) პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა და პერიოდულად ჩატარდება პროფესიული ორიენტაციის შეხვედრები და სამოტივაციო პრეზენტაციები;
- ჩატარდა და მომავალშიც ჩატარდება „სტუ-ს მეწარმეობის დღე – თანაბარი შესაძლებლობებისთვის“;
- მოეწყობა „წარმატების ისტორიების“ სესიები;
- პროექტის ეგიდით შეიქმნება ეს საკარიერო პლატფორმა რომელიც იზრუნებს მოქმედი საინჟინრო დარგებიდან ვაკანსიების მოზიდვასა და ქალ ინჟინერთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ღონისძიებათა დასაგეგმად;
პროექტი საბოლოოდ გააძლიერებს სტუ-ის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ მიდგომას რომელიც გამყარებულია შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტით – Gender Equality Plan (GEP)“ of Georgia Technical University https://gtu.ge/#
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის კოორდინატორია სტუ-ის ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი;
პროექტს მართავს სტუ-ის ინოვაციების ცენტრი:
ელ.ფოსტა innovations@gtu.ge