საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების გამოწვევა 2020“
დასრულდა. დღეს, 28 მაისს, ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი
ნაპერწკალი“-ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების გამოწვევა 2020“,
ფარგლებში, შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება ჩატარდა, სადაც დასახელდა
გამარჯვებული გუნდი.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულია იდეა „Contacting Agro-Cam“, რომლის
ავტორები არიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის
ფაკულტეტის სტუდენტები, სალომე ნეფარიძე და ეკატერინე ხეთაგური.
პროექტის მენეჯმენტის გუნდი ვულოცავთ იდეის ავტორებს გამარჯვებას.
გამარჯვებულებს 500 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯილდო გადაეცემა და
ისინი გააგრძელებენ მონაწილეობას „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ კონკურსში
საქართველოს მასშტაბით.
ასევე ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჯამში მონაწილე 18
გუნდიდან, გამოავლინა საუკეთესო ტოპ 10 იდეა. ეს იდეები და მათი ავტორები
საქართველოს მასშტაბით გააგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.
– 10 ტოპ იდეა სტუ-ში:
1. Smart Air Monitoring Display System;
2.“Miniatures&“;
3. Smart Lamps;
4. Little Grower;
5. Multifunctional “Delta pen“;
6. Contacting Agro Camp;
7. SmartWear;
8. Greenline;
9. “Tablet soap“;
10. Ecar support;
კონკურსი იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი
ნაპერწკალი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის
უნივერსიტეტის პარტნიორობით.
„დიდი იდეების კონკურსი 2020“- ის (Big Idea Challenge) ფარგლებში “Elevator Pitch Event“ ჩატარდა
დღეს, 10 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქართულ-ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (Creative Spark) – ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების კონკურსი 2020“, ფარგლებში, Online რეჟიმში “Elevator Pitch event” ჩატარდა.
ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე, წინასწარი მოხსენებით 20 გუნდის მიერ, 1 წუთიანი პრეზენტაციებით წარმოდგენილ იქნა საკმაოდ საინტერესო იდეები. მონაწილეებიდან 18 გუნდი წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და 1-1 გუნდი წარმოდგენილები იყვნენ შესაბამისად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან. საბოლოო შედეგები და გამარჯვებული გუნდი 25 მაისის შემდეგ გახდება ცნობილი.
კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტია.
„დიდი იდეების კონკურსი 2020“ ფარგებში online ტრენიგები დაიწყო
დღეს, 8 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) კონკურსანტების მონაწილეობით, online ტრენინგები დაიწყო. ტრეინინგების გახსნით სესიაზე, სტუდენტებს მიმართეს და წარმატება უსურვეს პროექტის კოორდინატორმა, ჟიურის წევრებმა, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. სესიას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის პროფესორი კოლინ რიგბი და ინოვაციების მრჩეველი ფილიპა ჩეპმენი, ასევე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები, მოწვეული მენტორები და სპიკერები. კონკურსანტებმა გაცნობის მიზნით წარმოადგინეს საკუთარი თავი და იდეები.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კონკურსის ჩატარება ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რაც სამეწარმეო განათლების სფეროს განსავითარებლად დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.
პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, სესიების თემატიკა ეხებოდა ინოვაციურ იდეებს, სტარტაპებს, ბიზნეს მოდელებს, ზოგადად ეკოსისტემას და სხვა საინტერესო თემებს.
ტრეინინგები 10 მაისს – “Elevator Pitch Event“ ღონისძიებით დასრულდება, სადაც ჟიური მონაწილეების წინასწარ შეფასებას განახორციელებს, მოგვიანებით კი გამარჯვებულებს – 10 ფინალისტს და 1 „სტუ“-ს ჩემპიონს ერთ წუთიან ინგლისურ ენოვან ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „დიდი იდეების კონკურსი 2020“, რომელიც „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში ტარდება, (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით) მიმდინარეობს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის online ლექციების ციკლი „შესავალი მეწარმეობაში”
პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ სტუ-ს საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონკურსი “დიდი იდეების გამოწვევის” პარტნიორი, ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, “დიდი იდეების გამოწვევის” კანდიდატების და ასევე “მეწარმეობით” დაინტერესებული სხვა მსმენელებისთვის უმასპინძლებს ლექციების ციკლს “შემოქმედებითი ნაპერწკალი – შესავალი მეწარმეობაში“
5 ონლაინ ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება 24 აპრილიდან, ყოველ პარასკევს, 10:00 საათზე დიდი ბრიტანეთის დროით (13:00 საათი საქართველოს დროით).
ლექციების თემატიკა დღეების მიხედვით:
- 24.04 Session 1. Ideation;
- 01.05 Session 2. Focus on the Problem;
- 08.05 Session 3. Understand your Customer;
- 15.05 Session 4. Pitch Builder;
- 22.05 Session 5. Ask the Entrepreneur;
ლექციებზე დასწრების მსურველები რეგისტრაციისათვის გადადით ლინკზე: http://met.ac/creative-spark-big-idea-course-sign-up
პროექტზე „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მუშაობა ონლაინ რეჟიმში გრძელდება – „დარჩი სახლში“
პროექტი „შემოქმედებითი ნაწერკალის“, საპროექტო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, სტუ-ს და კილის უნივერსიტეტის პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შორის, მორიგი საქმიანი „ონლაინ” შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ექსპერტის სტატუსით, მონაწილეობდა, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი; „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი; პეკინის საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით აფციაური.
დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს, პროექტი „შემოქმედებითი ნაწერკალის“ შემდგომი მდგრადი განვითარების და პროექტის სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე განხილული იყო, პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი”-ის შემდგომი მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. კერძოდ კი საუბარი შეეხო სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის მიმდინარე თანამშრომლობაში, ე.წ. „მესამე მხარის“ ჩართვის შესაძლებლობებს, რომლის კონტექსტში განხილული იქნა „სავაჭრო სამრეწველო პალატის” და სხვა ინსტიტუციების პროექტის აქტივობებში ჩართვის გზები. ამასთან დაკავშირებით კილის უნივერსიტეტის პროფესორმა კოლინ რიგბიმ, შეხვედრაზე ისაუბრა იმ მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებობს კილის უნივერსიტეტსა და „სტენდფორშეარის“ მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის. მან შეხვედრაზე წარმოადგინა ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ხორციელდება ამ ორ ინსტიტუციის ერთობლივი თანამშრომლობით.
შეხვედრაზე, ასევე პროფესორმა დავით აფციაურმა თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის, ცოდნის გაზიარების და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე. მისი მხრიდან შემოთავაზებული იქნა კონკრეტული თანაშმრომლობის პროექტები, როგორიცაა მაგალითად საერთო საჯარო დისკუსიების გამართვის, ონლაინ ვორკშოპების და საექსპერტო შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობები. თანამშრომლობის გაატქიურების მიზნით, შეხვედრაზე შეირჩა შემდგომი თანამშრომლობის თავდაპირველი ფორმატი და დაიგეგმა მომდევნო რამდენიმე აქტივობა, რომლის შესახებაც დაინტერესებული პირები მალე იქნებიან ინფორმირებული.
შეგასხენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს: „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტს.
„შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ. მეტი ინფორმაცია იხ.
https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.
პროექტის შემოქმედებითი ნაპერწკალი – “დიდი იდეების კონკურსი 2020’’ სააპლიკაციო განაცხადების ვადები გახანგრძლივდა Big Idea Challenge – 2020
მსოფლიოში მიმდინარე COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ინოვაციური კონკურსის Big Idea Challenge – 2020 ვადები ერთჯერადად გახანგრძლივდა.
შესაბამისად სტუ-ს პროექტის საორგანიზაციო გუნდი აგრძელებს სააპლიკაციო განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 30 აპრილამდე. მონაწილეობის მსურველებს კიდევ გაქვთ შანსი ჩაერთოთ კონკურსში.
დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:
1. ციფრული ტექნოლოგიები;
2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით ჯერ სტუ-ს, შემდეგ ქვეყნის, ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მასშტაბით.
– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამარჯვებული საუკეთესო ერთი გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 500 £ (ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარებში) ოდენობით;
– ქვეყნის (საქართველოს) მაშტაბით გამარჯვებული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს);
– ხალხის რჩეული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).
საბოლოოდ საქართველოს მაშტაბით, გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფი.
პირველ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში სტუ-ში, შემდეგ საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს ა.წ. 30 აპრილამდე.
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (თავდაპირველად ივსება ქართულ ენაზე) – აპლიკაციის-ფორმა-2020
გთხოვთ ქართულ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე: innovations@gtu.ge
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:
– კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება;
– ბიზნეს იდეების განვითარება ინკუბაციის და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;
– კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა;
„დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.
პროექტის მიზანია:
• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• ცოდნის გაზიარება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ-ს ინოვაციების ცენტრი“.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.
ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: Briefing-to-Institutions-CSBIC-2020
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N144.
კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
ტელ.: 2 36 51 29
პროექტ „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში სასწავლო ვიზიტი განხორციელდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 1-8 მარტს, სტუ-ში პროექტის მენეჯმენტის გუნდის ლიდერის (სტატუსი პროექტში – Lead Operational Manager), ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია კილის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
სასწავლო ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის საქმიან და ოფიციალურ შეხვედრებს, პრეზენტაციებს, დაკვირვებით მუშაობის პრაქტიკას, ვორქშოპებს, ინტენსიურ ტრენინგ-სესიებს და კულტურულ აქტივობებს. მთლიანად სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის გაცნობა, შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მისი შემდგომი იმპლიმენტირება სტუ-ში, როგორც პროექტის ბენეფიციარ ინსტიტუციაში.
ვიზიტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტში, პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც განხილული იქნა განხორციელებული აქტივობები და პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამომავლო ღონიძიებები; დაისახა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას მე-2 წლის პროექტის ფარგლებში; შეჯამდა პროექტის შუალედური ანგარიში და მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაციები.
ვიზიტის განმავლობაში ოფიციალური შეხვედრები შედგა კილის უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტინგის სკოლის დეკანთან, პროფესორ პიტერ ანდრასთან, რომელიც ამავდროულად არის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ინსტიტუციური კოორდინატორი კილის უნივერსიტეტში. ასევე კილის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბში“ აკადემიური წრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა და სასწავლო სილაბუსის „მეწარმეობა ინჟინრებისთვის“ ირგვლივ ერთდღიანი საკონსულტაციო სამუშაოები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია საკითხის საპილოტე პროგრამის სახით მომზადება პროექტის მე-2 წლის ფარგლებში. აღნიშნული სილაბუსი მზადდება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით და მასში ჩართულები არიან არა მხოლოდ აკადემიური წრის, არამედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ კილის უნივერსიტეტის „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბთან“.
ასევე მასპინძელი მხარის ორგანიზებით, სტუ-ს წარმომადგენლისათვის, ერთდღიანი ე.წ. დაკვირვებით სწავლების პრაქტიკა იქნა ორგანიზებული დიდი ბრიტანეთი სტენფორშეარის მხარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (Stanffordshire Chamber of Commerce – UK), სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრებთან ერთად შედგა საინფორმაციო და პრაქტიკული აქტივობები პალატის მმართველ ჯგუფთან. დეტალურად იქნა გაცნობილი სავაჭრო სამრეწველო პალატის მენეჯმენტის სტრუქტურა, მოდელი და მუშაობის სპეციფიკა. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა შემდგომი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და შესაბამისი კომპეტენციების პირთა ჩართვის შესაძლებლობები (აქვე აღვნიშნავთ, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა დიდ ბრიტანეთში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალი შესაძლებლობების მქონე ინსტიტუცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან და ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით ახორციელებს უმრავ პროექტს, ბიზნესის განვითარებისა და სავაჭრო-სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესების კუთხით).
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ს წარმომადგენელი სრულად დაესწრო კილის უნივერსიტეტში, ადგილობრივი, „მერციას ინოვაციური ლიდერობის ცენტრის“ (Mercia Centre for Innovation Leadreship – MCIL) სატრენინგო კურსის „მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერთა განვითარების პროგრამის“ (Develoment Programme for SME Business Leaders) ეგიდით გამართულ ორდღიან ტრენინგ-სემინარის, 16-საათიან ინტენსიურ სასწავლო მოდულს სახელწოდებით „მარკეტინგი და გაყიდვები წარმატებისათვის“, რომელიც ევროპის კავშირის მიერ დაფინასებული პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
სასწავლო ვიზიტი შესაძლებელია შეფასდეს, როგორ წარმატებული, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი. ვიზიტის შედეგების შემდგომი გავრცობის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სტუ-ში ჩატარდება ვრცელი მოხსენებები და მეორე წლის პროექტის ფარგლებში აღნიშნული ცოდნა საქმიანი შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა აპრობირებული მეთოდების საშუალებით მაქსიმალურად გაზიარებული იქნება დაინტერესებული აუდიტორიისათვის.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ–ს ინოვაციების ცენტრი“.
აკადემიური პერსონალისთვის მორიგი ტრეინინგკურსი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში PRINTeL – “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“).
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს, სტუ-ს ინოვაციების ცენტრისა და პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლობით, ჩატარდა ინოვაციური პედაგოგიკის განვითარების ტრენინგკურსი: „შებრუნებული საკლასო ოთახი“-ს (Active Learning in the Flipped Classroom) მეთოდი და ღია საგანმანათლებლო რესურსები (OER) ინოვაციურ პედაგოგიკაში“.
ტრენინგკურსი შედგენილია ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ეფუძნება ზემოხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადების ცენტრების მრავალწლიან გამოცდილებას.
აქტიური სწავლების: დაბალი, საშუალო და მაღალი სირთულის ტექნიკების განხილვის პროცესი
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ ინოვაციური პედაგოგიკის და აქტიური სწავლების მთელ რიგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; მათ გადამწყვეტ როლს თანამედროვე სწავლა/სწავლების პროცესში; მათ მნიშვნელობას სტუდენტის მაქსიმალური ჩართულობის თვალსაზრისით; ინოვაციური პედაგოგიკისათვის მნიშვნელოვან აქტიური სწავლების მეთოდებს, კონკრეტულ ტექნიკებს, მათი განხორციელების გზებს.
პრაქტიკული სავარჯიშო
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა: „აქტიური სწავლების სტრატეგიები პრაქტიკაზე დაყრდნობით“, დეტალურად იქნა განხილული ე.წ. „სწავლების შებრუნებული მეთოდი“, მონაწილეები გაეცნენ აქტიური სწავლების განხორციელების სხვადასხვა სირთულის გზებს, რის საფუძველზეც ინდივიდუალურად შეავსეს შესაბამისი სატრენინგო მასალები და მიღებული შედეგები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს და განიხილეს აუდიტორიის წინაშე.
ტრენინგის დროს აქცენტი გაკეთდა სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ტრენინგზე გამოყენებული იქნა აუდიტორიასთან ინტერაქციული და შემეცნებითი კონტაქტის დამყარების სისტემა sli.do და ადგილზე შესრულდა პრაქტიკული დავალებები; აგრეთვე ე.წ. PowerPoint-ის გამოყენებით, ნაჩვენები იქნა თანამედროვე სალექციო მასალის შექმნის დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობები.
აქტივობა sli.do -ს გამოყენებით
ტრენინგის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო თანამდეროვე განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა – ღია განათლება და ღია საგანმანათლებლო რესურსები. აქცენტი გაკეთდა ღია განათლების მთელ რიგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. მონაწილეები გაეცნენ ღია განათლების არსს, პერსპექტივებს, მის სარგებლიანობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია საგანმანათლებლო რესურსების მნიშვნელობაზე, არსზე, იმ აუცილებელ კომპონენტებსა და მახასიათებლებზე, რაც განაპირობებს ღია საგანმანათლებლო რესურსების ქმედითობას და ზოგადად, ღია სივრცეებში მათ არსებობას; დეტალურად იქნა განხილული ე.წ 5R-ის გამოყენების პრინციპები და ღია ლიცენზიის საკითხები. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ღია ლიცენზიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობას „Creative commons”-ს და მის კონკრეტულ ნიშნებს.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ SWOT ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ ღია საგანმანათლებლო რესურსების ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებს, გამოწვევებს; აგრეთვე, ღია საგანმანათლებლო რესურსების ძირითად ტიპებს, სადაც წამყვანია ტექსტი, ვიდეო, ანიმაცია, მულტიმედია; ღია საგანმანათლებლო რესურსების შექმნის ეტაპებს და ა.შ.
კურსის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ ღია საგანმანათლებლო რესურსების ონლაინ საცავებს და პრაქტიკული აქტივობის თვალსაზრისით დამოუკიდებლად შეარჩიეს სწავლა/სწავლებისათვის მათთვის სასურველი მასალა. ტრენინგის ბოლოს კი ისინი დეტალურად გაეცნენ ვიდეო ლექციის შექმნის ეტაპებს, სტრუქტურას, კონტენტის შერჩევის საკვანძო საკითხებს. ტრენერებმა დამსწრეებს გაუზიარეს ვიდეოს შექმნის საკუთარი გამოცდილება და წარმოადგინეს შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.
ტრენინგის დასკვნით ნაწილში ტრენერებმა და მონაწილეებმა შეაჯამეს კურსი, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები (1 ECTS კრედიტი).
სტუ–ს ინოვაციების ცენტრის კოორდინაციით, აკადემიური პერსონალისთვის სერტიფიცირებული ტრენინგკურსი ტარდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტში PRINTeL – “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” („ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“).
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27-28 თებერვალს, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის და პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლობით, ტარდება ინოვაციური პედაგოგიკის განვითარების ორ დღიანი ტრეინინგკურსი, „შებრუნებული საკლასო ოთახი“- ს (Active Learning in the Flipped Classroom) მეთოდი და ღია საგანმანათლებლო რესურსები (OER) ინოვაციურ პედაგოგიკაში“.
ტრენინგკურსის მიზანია, სტუ-ში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის წახალისება და საუნივერსიტეტო მაშტაბით, სასწავლო პროცესში ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.
კურსი შედგენილია ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ის ეფუძნება ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადების ცენტრების მრავალწლიან გამოცდილებას. ის ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის ტრეინინგებს, ჯგუფურ სამუშაოებს, პრეზენტაციებს და ა.შ. რომლებზეც დასწრების უფლება აქვთ სტუ-ს აკადემიური პერსონალს. ტრენინგებს გაუძღვებიან ტრენერები, ნ. ქოჩლაძე, დ. ცუცქირიძე, მ. შიშინაშვილი და ბ. გითოლენდია რომლებმაც პროექტის ფარგლებში შესაბამისი ტრენერთა-ტრენინგები (ე.წ. ToT) და გადამზადება გაიარეს ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ინფორმაციისათვის ავღნიშნავთ, რომ პროექტი “PRINTeL წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და ის მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში. სტუ-ში პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომავალშიც დაგეგმილია სხვადასხვა აქტიობები. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს აქტიურად ისარგებლოს პროექტის მიღწეული შედეგებით. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს ინოვაციების ცენტრს.
დაიწყო „დიდი იდეების კონკურსი 2020“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება “დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:
- ციფრული ტექნოლოგიები;
- სოციალური გავლენა;
- შემოქმედებითობა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით ჯერ სტუ-ს, შემდეგ ქვეყნის, ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მაშტაბით.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამარჯვებული საუკეთესო ერთი გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 500 £ (ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარებში) ოდენობით;
- ქვეყნის (საქართველოს) მაშტაბით გამარჯვებული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს);
- ხალხის რჩეული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).
საბოლოოდ საქართველოს მაშტაბით, გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფი.
პირველ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში სტუ-ში, შემდეგ საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.
აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს ა.წ. 3 აპრილამდე
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (თავდაპირველად ივსება ქართულ ენაზე) : აპლიკაციის-ფორმა-2020
გთხოვთ ქართულ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე innovations@gtu.ge
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:
– კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება;
– ბიზნეს იდეების განვითარება ინკუბაციის და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;
– კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა;
“დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.
პროექტის მიზანია:
- სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
- ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
- ცოდნის გაზიარება.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/
ასევე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: Briefing to Institutions – CSBIC-2020
აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ–ს ინოვაციების ცენტრი“.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N144.
კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
ტელ.: 2 36 51 29
პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“-ის ეგიდით მორიგი აქტივობა ქ. ბათუმში ჩატარდა
ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ – “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” მე-2 წლის პროექტის ფარგლებში, რეგიონალურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ადმინისტრაციამ გამოხატა სურვილი ემასპინძლა აღნიშნულ აქტივობისთვის, მიმდინარე წლის 13-14 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ორგანიზებით „მეწარმეობის დღე“ ჩატარდა, რომელსაც ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა უმასპინძლა.
„მეწარმეობის დღე“ სხვადასხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა, კერძოდ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეწარმეობის დღის“ ფარგლებში, სტუ-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივი აუდიტორიისათვის პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ შედეგების პრეზენტაციები გამართეს; ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს, სადაც განხილული იქნა კონკრეტული საკითხები სამეწარმეო უნარების განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ; ადგილობრივი სტუდენტებისათვის, სტუ-ს წარმომადგენლებმა, რომლებსაც შესაბამისი მომზადება ბრიტანელი პარტნიორების დახმარებით გაიარეს, ჩაატარეს ერთ დღიანი ტრენინგ-სემინარი „მეწარმეობის უნარ-ჩვევები“, რომლის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
ინფორმაციისათვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ – “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” მე-2 წლის პროექტში – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.
პროექტი Creative Spark – პროექტის გახსნის ღონისძიება
03-03-201919-22 თებერვალს, ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლები: კილის უნივერსიტეტში მოქმედი პროექტის კოორდინატორი, პროფესორი დავიდ კოლინსი და ამავე პროექტის „ინოვაციების მრჩეველი“ ფილიპა ჩეპმანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კილის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს გრანტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, რომლის დევიზია „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერა“.
ბრიტანელი კოლეგების სტუ-ში პროექტის გეგმიური ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პროექტის მიმდინარე ეტაპზე არსებულ აქტივობების ანალიზი და წინასწარი მონიტორინგის განხორციელება.
ამასთან ერთად, 22 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა პროექტის ძირითადი გეგმით გათვალისწინებული ე.წ. „პროექტის გახსნის ღონისძიება“, რომელშიც პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მონაწილეობა მიიღეს ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება წარიმართა ე.წ „მრგვალი მაგიდის“ პრინციპით. ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მათთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობას და მასში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოხატეს. ბრიტანელი პარტნიორებმა ისაუბრეს კილის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მსგავსი პროექტების განხორციელების პრაქტიკის შესახებ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მიღებული შედეგები.
ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ეგიდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სხვადასხვა აქტივობებში, მათ შორის გაიმართა შეხვედრა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სადაც გაეცნენ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის პრინციპებსა და საქმიანობის შედეგებს.
ინგლისელმა პარტნიორებმა, ასევე, საქმიანი შეხვედრა გამართეს „სტუ-ს ფაბ ლაბსა“ და მედიატექნოლოგიების ლაბორატორიაში „სტუნეტი“ და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღეს იქ მიმდინარე პროცესებსა და აქტივობებზე.
საგულისხმოა, რომ პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მიზანია:
• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
• ცოდნის გაზიარება.
– ტრენინგები სამეწარმეო უნარების განვითარებაში (როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის);
– 10 ბიზნესიდეის შემუშავება ექსპერტთა (ტრენერთა) მოდერაციით;
– ბიზნესიდეების შემდგომი ინკუბაცია;
– ე.წ „ინტერშიპი“ კომპანიებში – მუშაობა რეალურ პროექტებზე, კონკრეტული პოზიციის შესაბამისად მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით;
– საერთაშორისო ბიზნესიდეების ონლაინკონკურსის ორგანიზება;
– ბიზნესის ინგლისურის ენის ონლაინკურსების შეთავაზება სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.სტუდენტებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ორი გზით:
1. „საკუთარი ბიზნესიდეა“ – პროექტი ითვალისწინებს სტუდენტური იდეების გენერაციასა და მის პრაქტიკულ აღსრულებას, ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით;
2. „რეალურ ბიზნესპროექტზე მუშაობა“ – გულისხმობს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, რეალური ბიზნესის ქეისების დამუშავებას და დასმული ამოცანების საპროექტო გადაწყვეტას, ბიზნესსექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთობლივად საკონსულტაციო მუშაობის გზით.პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ, თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ ან ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, სურთ რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).რაც შეეხება პროექტში ბიზნესსექტორის ჩართულობას, ეს პროექტი განკუთვნილია იმ პირებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისათვის (მცირე და საშუალო ბიზნესები), რომლებიც ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან.
ასევე, სტუ-ს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს პროექტში ჩაერთოს. პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით და სტუდენტებთან და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით მოამზადოს რეალური პროექტები, რომელიც საბოლოო ჯამში წარდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.
პროექტში ჩართული პირებისთვის, რომლებიც შეძლებენ დასკვნით ეტაპზე წარადგინონ დამუშავებული პროექტები (სულ 10 პროექტი), გათვალისწინებულია სხვადასხვა სამოტივაციო ღონისძიებები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.
აქვე ავღნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ არის 5-წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.
პროექტი Creative Spark – ინგლისური ენის სწავლების პლატფორმა The English Channel
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისური ენის სწავლების ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულ პლატფორმას The English Channel, რომელიც არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული ინგლისური ენისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განსავითარებელი, ვიდეოსწავლებაზე დაფუძნებული პლატფორმა. The English Channel პლატფორმა შემუშავებულია ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში და წარმოადგენს პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის შეთავაზებულ ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთ შესაძლებლობას.
The English Channel ინგლისური ენის სწავლების პლატფორმა მთლიანად მორგებულია მონაწილის ინტერესებზე და დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით.
პლატფორმა შინაარსობრივად იყოფა ორ ნაწილად: ინგლისური ენის სწავლება და კარიერული უნარ-ჩვევების განვითარება. The English Channel პლატფორმის ორივე ნაწილი სრულიად უფასოა და სასწავლო რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად საჭიროებს მხოლოდ მარტივი და სწრაფი რეგისტრაციის გავლას.
ინგლისური ენის სწავლება თანამედროვე ხელოვნების დარგებიდან მოიცავს ისეთ მრავალფეროვან და პრაქტიკაზე ორიენტირებულ საკითხებს, რომლებიც შემსწავლელს დაეხმარება გაიუმჯობესოს და გაიღრმაოს ინგლისური ენის ცოდნის დონე.
კარიერული უნარ-ჩვევების განვითარების ნაწილი, კი, საუკეთესოა სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის, დამწყები სტარტაპერებისა თუ მეწარმეებისა და ზოგადად მათთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს და განივითაროს ინგლისური ენის ცოდნა სამეწარმეო მიზნებისა და ბიზნესისთვის. აღნიშნული ნაწილით დაინტერესებულებს შესაძლებლობა ეძლევათ ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის სასწავლო მასალაზე, რომელიც დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ამასთან დაინტერესებულებს საშუალება ეძლევათ მუდმივად ადევნონ თვალი საკუთარ პროგრესს. პლატფორმის აღნიშნული ნაწილი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: პრეზენტაციის უნარები, ბიზნესგეგმის განვითარება, ბიზნესსპიჩების – პრეზენტაციების მომზადება, კომუნიკაციების დამყარება-განვითარება და სხვ.
სასწავლო მასალის თითოეული ვიდეო გთავაზობთ მთელ რიგ პრაქტიკულ დავალებებსა და შეკითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი მასალის უკეთ აღქმაში, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ენობრივი მარაგის გაუმჯობესებაში. სასწავლო ვიდეოები დაჯგუფებულია ძალიან მარტივად და მოქნილად, რაც საშუალებას იძლევა თითოეული დავალების შემდგომ შეაჯამოთ განვლილი მასალა და გადაამუშაოთ ძირეული საკითხები.
პლატფორმის ორივე ნაწილში დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მუდმივად ადევნონ თვალი საკუთარ პროგრესსა და მიღებულ შეფასებებს. ამასთან ისინი, ვინც პლატფორმის კარიერული უნარ-ჩვევების განვითარების ნაწილს გაივლიან და წარმატებით დაასრულებენ, მიიღებენ სერტიფიკატს.
The English Channel პლატფორმასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პლატფორმის ოფიციალური ვებგვერდი.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
პროგრამასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის “შემოქმედებითი ნაპერწკალის“ ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.
პროექტი Creative Spark – ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსები დისტანციური სწავლების მეთოდით – Learn English Select
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისურის ენის (ბიზნესინგლისური) სწავლის ან გაუმჯობესების პრაქტიკულ კურსს დისტანციური სწავლების მეთოდით – Learn English Select.
სასწავლო კურსი – Learn English Select შემოთავაზებულია ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ძირითადი ფაზის იმპლიმენტაციის გეგმის ფარგლებში და ის სრულიად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, ფაკულტეტის თუ საფეხურის სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის.
შემოთავაზებული სასწავლო კურსის უპირატესობებია:
- დროის მოქნილი გრაფიკი, რომელიც სრულად არის მორგებული კურსის მონაწილის ინტერესებზე
- ბენეფიციარი საკუთარი სურვილისამებრ გეგმავს და ირჩევს სწავლების დროს
- სწავლების დისტანციური მეთოდი
- ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულობა, რაც მიიღწევა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც ერთდროულად ავითარებენ გრამატიკულ ცოდნას, სიტყვათა მარაგს, გამოთქმას და სამუშაო გარემოში საჭირო სხვადასხვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
კურსის დასრულების შემდგომ ბენეფიციარები შეძლებენ:
- დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესგარემოსა და სიტუაციაში, შეხვედრების, პირადი კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ჩათვლით;
- გააკეთონ განაცხადი სასურველი სამსახურის მისაღებად და წარმატებით წარმოაჩინონ საკუთარი თავი გასაუბრებაზე;
- ისაუბრონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ნებისმიერ საქმიან საკითხზე;
- დააგროვონ და გაამრავალფეროვნონ სიტყვათა მარაგი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ სამუშაო გარემოში.
კურსის საფეხურები და ხანგრძლივობა:
- კურსი შედგება 6 ინტერაქციული საფეხურისგან. პროგრამა გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის დონეებს A2-დან C1-მდე.
- თითოეული საფეხური შედგება 40 ინდივიდუალური გაკვეთილისგან
- კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 20-25 კვირა
- კურსი შედგენილია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების მიხედვით და გთავაზობთ ნამდვილი სამუშაო ბიზნესგარემოს სიმულაციას
მთელი კურსი შემუშავებული და დაგეგმილია თავად ბრიტანეთის საბჭოს მიერ, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
- ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე A1 საფეხურიდან (დამწყები)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი @gtu.ge
- პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 თებერვალი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობის ფარგლებში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება.
პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: tvitmmartveloba@gtu.ge
პროგრამაში მონაწილეებს ბრიტანეთის საბჭო ჩაუტარებს სპეციალურ ტესტირებას ენობრივი დონის დასადგენად, რის შემდეგაც მონაწილეები შესაბამის ენობრივ ჯგუფებში განაწილდებიან.
პროექტი Creative Spark – ToT ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება
201910 იანვარს, საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შექმნილი პროექტის მიზანია:
• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• ცოდნის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში პირველ წელს (2019 წ.) დაგეგმილია:
– ტრენინგები სამეწარმეო უნარების განვითარებაში (როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის);
– 10 ბიზნესიდეის შემუშავება ექსპერტთა (ტრენერთა) მოდერაციით;
– ბიზნესიდეების შემდგომი ინკუბაცია;
– საერთაშორისო ონლაინ ბიზნესიდეების ონლაინკონკურსის ორგანიზება;
– ბიზნეს ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინკურსების შეთავაზება სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
ქართულ-ბრიტანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, 10-14 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსები, რომელსაც ჩაატარებენ პროექტის ინგლისელი პარტნიორები. აღნიშნული აქტივობების მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების და მოდერატორების მომზადება, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის.
პროექტი Creative Spark – ToT ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება
10 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77), ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორია სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme).
ქართულ-ბრიტანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსები, რომელსაც ჩაატარებენ პროექტის ინგლისელი პარტნიორები. ტრეინინგ-კურსები 10-14 იანვარს ჩატარდება ტექნიკურ უნივერსიტეტში. აღნიშნული აქტივობების მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების და მოდერატორების მომზადება, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის.
Erasmus+ – კილის უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუ-ში
27-10-201824-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი კილის უნივერსიტეტის (Keele University) (ინგლისი) პროფესორები ფილიპა ჩეპმენი (Philippa Chapman) და დევიდ კოლინზი (David Collins).
ინგლისელი სტუმრები კილის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და მათემატიკის სკოლის თანამშრომლები არიან. სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამეწარმეო კომპეტენციებზე, სათანადო კონსულტაციები გაუწიეს ქართველ კოლეგებს განათლება-მეწარმეობა თანამშრომლობისა და ამ მხრივ, შესაბამისი კავშირების დამყარება-განვითარების მიმართულებით.
მობილობის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. შეხვედრებზე განხილული და დამუშავებული იქნა მომავალი თანამშრომლობის დეტალები ახალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად პროგრამაში, რომელსაც „ბრიტანული საბჭო“ (The British Council) საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative spark: Higher education enterprise program).
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით მობილობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნა კულტურული ღონისძიებებიც, სადაც ინგლისელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.
2018 წელს მიღებული და მოქმედი გრანტები
№ | გრანტის გამცემი | გრანტის დასახელება | ხელმძღვანელი |
1 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | პროექტი InnoCENS – „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ | ო.ზუმბურიძე |
2 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | პროექტი PRINTeL – „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ | ო.ზუმბურიძე |
3 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა |
პროექტი Smalog – „ჭკვიანი ლოგისტიკა“ |
გ. დობორჯგინიძე |
4 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა |
პროექტი ECOMODE – “ეკო – ხელშეწყობა – ინოვაციური ბიზნეს-მოდელის განვითარება სამასპინძლო ინდუსტრიის მცირე და საშუალო ბიზნესში” |
ნ. ფაილოძე |
5 | ბრიტანეთის საბჭო |
პროექტი Creative Spark – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ |
ო.ზუმბურიძე |
6 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა |
პროექტი HERITAG – „უმაღლესი განათლების ინტერდისციპლინარული რეფორმა ტურიზმის მართვისა და გამოყენებითი გეოინფორმატიკის სასწავლო პროგრამებში“ |
მ. ხურციძე |
7 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | პროექტი VITAGlobal – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და მევენახეობის გლობალური ქსელი:
ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამებით |
გ. ქვარცხავა |
8 | ევროკავშირი ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ალიკანტეს უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
9 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ვალიადოლიდის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
10 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – სან-ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
11 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
12 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
13 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
14 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
15 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – კაუნასის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
16 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ვილნიუსის გედიმინას ტექნიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
17 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – კონსტანტინე ფილოსოსფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში | ო.ზუმბურიძე |
18 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
19 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – არქიტექტურის ფაკულტეტი/ლისაბონის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
20 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
21 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – დებრეცენის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
22 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – კილის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
23 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – მილანის სასწავლო უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
24 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – რენი 1 უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
25 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
26 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
27 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
28 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ალექსანდრას სტულგინსკის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
29 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
30 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
31 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო | ო.ზუმბურიძე |
32 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
33 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
34 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ლ’აკვილას უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
35 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ჯოჯას უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
36 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
37 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
38 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
39 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – აალენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
40 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ალკალას უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
41 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
42 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ვენეციის IUAV უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |
43 | ევროკავშირი, ერაზმუს+ პროგრამა | საერთაშორისო მობილობის პროექტი კრედიტების დაგროვებით – ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტი | ო.ზუმბურიძე |