Innovations Center Of GTU

ქალთა ტექ ჰაბი

გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟნერიაში – ქალთა ტექ. ჰაბი – Advancing

ქალთა ტექ. ჰაბი ამერიკის საელჩოს, დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო
პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს დამატებითი
შესაძლებლობების შექმნას GTU-ის სტრატეგიული დოკუმენტის „გენდერული
თანასწორობის გეგმის (GEP)“ წარმატებით განხორციელებისთვის.
ამასთან ერთად, ჰაბის მიზნებს წარმოადგენს ინჟინერიასა და მეწარმეობაში ქალთა
როლის გაძლიერება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა, ქალთა მხარდაჭერა და
წახალისება, რომლებიც სწავლობენ ან გეგმავენ დასაქმებას საინჟინრო ინდუსტრიაში,
ასევე აქვთ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამეწარმეო იდეები.
ქალთა ტექ ჰაბი ორიენტირებულია ინჟინერიისა და მეწარმეობის სფეროში 5 (ხუთი)
სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგ კურსების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების,
მეწარმეობის დღეების, ინოვაციური იდეების კონკურსების, ადაპტირებული ვებ.
პლათფორმის, ბიზნეს პარტნიორობისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით,
ქალებს შეუქმნას კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები
და ხელი შეუწყოს ინჟინერიისა და მეწარმეობის სფეროსთან დაკავშირებული ბიზნეს
იდეების განხორციელებაში.
ჰაბი სტრუქტურულად სტუ-ის ინოვაციების ცენტრის კოორდინაციაშია.
უნივერსიტეტის ან/და ფაკულტეტების წარდგინებით იქმნება სპეციალური საბჭო,
რომელიც დამტკიცებულია უნივერსიტეტის რექტორის მიერ და რომელიც
კოორდინაციას უწევს ჰაბის საქმიანობას ფაკულტეტებზე.