Innovations Center Of GTU

ცენტრის დებულება

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  

„ინოვაციების ცენტრი“

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა

თბილისი

2018 წ.

  1. ზოგადი დებულებები:
    • სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ინოვაციების ცენტრი” (შემდგომში – ინოვაციების ცენტრი) დაფუძნებულია  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ინიციატივით, ევროკავშირის Erasmus+“-ის  საგრანტო პროექტის – „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „InnoCENS“  573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად და ის ფუნქციონირებს თვითდაფინანსების პრინციპით;
    • სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, ამ დებულების და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
    • რექტორის და აკადემიური საბჭოს მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს ცენტრის ანგარიშის რიგგარეშე განხილვა.

 

  1. ცენტრის ფუნქციები და ამოცანები

„ინოვაციების ცენტრის“ ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება  ევროკავშირის Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის – „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – „InnoCENS“  573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP)  მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად:

  • პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდების შემუშავებისა და მისი სასწავლო პროცესში შემდგომში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
  • წარმატებული კარიერის სისტემური მახასიათებლების შესწავლა და ორგანიზება;
  • სწავლის შედეგების შეფასების ინოვაციური მეთოდების შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
  • ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; 
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინოვაციური და სამეწარმეო უნარების და იდეების განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
  • ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) და სასწავლო გეგმების (კურიკულუმების) შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის და სწავლების ინოვაციური მეთოდის შედეგების გაცნობისათვის კონფერენციების, ტრეინინგების და სემინარების მოწყობა;
  • სამეწარმეო სულისკვეთებისა და ბიზნეს ცნობიერების განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო გარემოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა;
  • დასახული მიზნების მიღწევის მიზნით საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.

 

  1. ცენტრის სტრუქტურა და მართვა

 

  • ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტუ-ს რექტორი;
  • უნივერსიტეტის ან/და ფაკულტეტების წარდგინებით იქმნება სპეციალური საბჭო, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი და რომელიც კოორდინაციას უწევს ცენტრის საქმიანობას ფაკულტეტებზე;
  • ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, სასწავლო და დამხმარე პერსონალისაგან;
  • ცენტრის პერსონალი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება უნივერსიტეტის რექტორის მიერ, ცენტრის უფროსის წარდგინების საფუძველზე;
  • იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება უნივერსიტეტში მიღებული წესის და ფორმების შესაბამისად.   

 

  1. ცენტრის უფროსი უფლებამოსილია
    • განახორციელოს ცენტრის ეფექტიან მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა და სხვა აუცილებელი საქმიანობა;
    • კომპეტენციის გათვალისწინებით მოამზადოს წინადადებები და რექტორთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგინოს სტუ–ს შესაბამის ორგანოებს;
    • ცენტრის უფროსს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ენიჭება პასუხისმგებლობა ცენტრის საქმიანობის მიმართულებების შესრულების ვადების, შინაარსისა და ხასიათის განსაზღვრისათვის, აგრეთვე ცენტრის სარგებლობის უფლებით გადაცემული უნივერსიტეტის ქონების მიზნობრივად გამოყენების, შენახვისა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
    • განახორციელოს ცენტრის ეფექტიან მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი საქმიანობა.

 

  1. დასკვნითი დებულებები

 

  • დებულება ძალაშია სტუ-ს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
  • ინოვაციების ცენტრის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფინანსური ურთიერთობის რეგულირების პოლიტიკა განისაზღვრება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად;
  • ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების ფორმები, ხელშეკრულებები, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა რეგულირდება სტუ-ს შიდა ადმინისტრაციული აქტებით;
  • დებულებაში ცვლილებებსა და დამატებებს შეიმუშავებს ცენტრის უფროსი, რასაც განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;
  • დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან ცენტრის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
  • ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება სტუ–ს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად.