პროექტის შემოქმედებითი ნაპერწკალი – “დიდი იდეების კონკურსი 2020’’ სააპლიკაციო განაცხადების ვადები გახანგრძლივდა Big Idea Challenge – 2020

პროექტის შემოქმედებითი ნაპერწკალი – “დიდი იდეების კონკურსი 2020’’ სააპლიკაციო განაცხადების ვადები გახანგრძლივდა Big Idea Challenge – 2020

მსოფლიოში მიმდინარე COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტი “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ინოვაციური კონკურსის Big Idea Challenge – 2020 ვადები ერთჯერადად გახანგრძლივდა.

შესაბამისად სტუ-ს პროექტის საორგანიზაციო გუნდი აგრძელებს სააპლიკაციო განაცხადების მიღებას მიმდინარე წლის 30 აპრილამდე. მონაწილეობის მსურველებს კიდევ გაქვთ შანსი ჩაერთოთ კონკურსში.

დეტალურ ინფორმაციას პროექტის შესახებ:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge – 2020), რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).

კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:

1. ციფრული ტექნოლოგიები;
2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით ჯერ სტუ-ს, შემდეგ ქვეყნის, ხოლო შემდგომ მთლიანად პროექტის მასშტაბით.

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გამარჯვებული საუკეთესო ერთი გუნდი მიიღებს ფულად პრიზს 500 £ (ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარებში) ოდენობით;
– ქვეყნის (საქართველოს) მაშტაბით გამარჯვებული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს);
– ხალხის რჩეული მიიღებს 2000 £ (ფუნტ სტერლინგს).

საბოლოოდ საქართველოს მაშტაბით, გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით, რომელსაც უზრუნველყოფს პროექტის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფი.

პირველ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში სტუ-ში, შემდეგ საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.

აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს ა.წ. 30 აპრილამდე.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (თავდაპირველად ივსება ქართულ ენაზე) – აპლიკაციის-ფორმა-2020

გთხოვთ ქართულ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე:  innovations@gtu.ge

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:

– კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება;
– ბიზნეს იდეების განვითარება ინკუბაციის და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;
– კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა;

„დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

პროექტის მიზანია:

• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• ცოდნის გაზიარება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/

 

აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ, პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ-ს ინოვაციების ცენტრი“.

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.

ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ აქ: Briefing-to-Institutions-CSBIC-2020

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N144.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge
ტელ.: 2 36 51 29