„შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-3 წლის პროექტი იწყება

„შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-3 წლის პროექტი იწყება

გაცნობებთ, რომ სამშაბათს  8 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ, ზუმით) გაიმართება პროგრამა “კრეატიული ნაპერწკალის” მე-3 წლის  პროექტის გახსნის ღონისძიება სახელწოდებით Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის პროექტის პირველი და მეორე წლის მიღწევების გაცნობა და მე-3 წლის სამომავლო ინიციატივების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.

შეხვედრა საჯაროა და ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს დაესწროს შეხვედრას, სადაც, საშუალება გენებათ გაეცნოთ:

  1. პროექტის შედეგების პრეზენტაციას „Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”;
  2. პროექტის სამომავლო გეგმების და ინიციატივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა.

სარეგისტრაციო ბმული:   https://forms.gle/Y7vpayR4BpfPvrj69

დადასტურების შემთხვევაში, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ღონისძიების ბმული.

ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლება უმაღლესებში”,  ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).

სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.