საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “მეწარმეობის დღე” ჩატარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “მეწარმეობის დღე” ჩატარდება

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის მე-3 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით და სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, პარასკევს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ მეწარმეობის დღე მესამედ, ონლაინ ჩატარდება.

ნებისმიერ სტუდენტს, კურსდამთავრებულს, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული ბრძანდებით ღონისძიების თემატიკით, გაქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეა ან უბრალოდ გინდათ მეტი გაიგოთ მეწარმეობის, სამეწარმეო ცოდნის, ინოვაციების და ზოგადად ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ „სტუ-ს მეწარმეობის დღეს” და იყოთ მისი მონაწილე.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით, ერთი დღის განმავლობაში და ის ითვალისწინებს 4 სხვადასხვა სესიას რომელსაც გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები. სესიაზე განსახილველი თემებია:

  • სესია 1 – პროექტი “Creative Spark” პრეზენტაცია;
  • სესია 2 – სემინარი თემაზე: „მეწარმეობა და გლობალური გამოწვევები“;
  • სესია 3 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო იდეების გენერაცია და ბიზნესის მოდელირება“;
  • სესია 4 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო რესურსების მართვა და გუნდური მუშაობა“.

დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი – ქართულ-ბრიტანული სერთიფიკატები. ასევე ღონისძიებაზე გაიგებთ მეტს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ სამომავლო გეგმების შესახებ.

ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. განაცხადები მიიღება 23 თებერვლის 23:59 საათამდე. რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/zuGXgJR6q5hwbYnv7

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223 ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29