„შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-4 წლის პროექტის ფარგლებში 10 ნოემბერს სტუდენტებისთვის და 12 ნოემბერს თანამშრომლებისთვის დისტანციურად (ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით) ერთ დღიანი „ინოვაციური სემინარი – ბიზნესთან თანამშრომლობა“ (Innovation Seminar – Engaging with Business) ჩატარდა.
სემინარი ეფუძნებოდა კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) წარმატებით აპრობირებული „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამის“ (KRISP – Keele Research & Innovation Support Programe) გამოცდილებას. KRISP დიდ ბრიტანეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირების და მხარდაჭერისთვის შეიქმნა.
სემინარის მიზანი იყო, ფართო აუდიტორიისათვის გაგვეზიარებინა „ბიზნესსა და აკადემიას„ შორის თანამშრომლობის ბრიტანული გამოცდილება და სტუ-ში მსგავსი ინიციატივების სტიმულირება. ჩვენ გვსურს საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი აქტივობები და მომზადდეს აღნიშნული პროგრამის ქართული ანალოგი. გვჯერა რომ ჩატარებული სემინარი ხელს შეუწყობს სტუდენტების და თანამშრომლების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნეს სექტორსა და სტუ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.
სემინარს უძღვებოდა ემმა ბონფილიო – კილის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების მრჩეველი – კილის ბიზნეს სკოლა. სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).
სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.