გაცნობებთ, რომ ოთხშაბათს 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ, ზუმით) გაიმართება პროგრამა “კრეატიული ნაპერწკალის” მე-4 წლის პროექტის გახსნის ღონისძიება სახელწოდებით “Ways for the Sustainable Development of the Enterprise and Entrepreneurship Eco-system at GTU”.
ღონისძიებაზე პროექტის გუნდი საზოგადოებას გააცნობს წინა წლების მიღწევების და მე-4 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ინიციატივებს.
შეხვედრა საჯაროა და ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს დაესწროს შეხვედრას, სადაც, საშუალება გენებათ გაეცნოთ:
- პროექტის შედეგების პრეზენტაციას “Ways for the Sustainable Development of the Enterprise and Entrepreneurship Eco-system at GTU”;
- პროექტის სამომავლო გეგმების და ინიციატივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;
ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/PwaBkd3YpznJZxweA
დადასტურების შემთხვევაში, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ღონისძიების ბმული.
ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლება უმაღლესებში”, ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).
სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.