მოკლე ინფორმაცია პროექტ “InnoCENS”-ის შესახებ
პროექტის სრული დასახელება: „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ ERASMUS+ CBHE PROJECT# 573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებს (2017-2019 წწ);
პროექტის კოორდინატორია: შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – სტოკჰოლმი;
პროექტის კონსორციუმის წევრები არიან: უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესპანეთიდან, ფინეთიდან სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
პროექტის ძირითადი მიზნები:
მიზანი 1. – ინოვაციების ცენტრების დაფუძნება ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში; სტუ-ს ინოვაციების ცენტრი 2018 წელს დაფუძნდა და ის დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს თვითდაფინანსების პრინციპით. ცენტრის მიზნები დეტალურად გაწერილია ცენტრის დებულებაში. პროექტის ფარგლებში ასევე შეძენილია სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა რომელიც ეხმარება ცენტრს კვალიფიციური ფუნქციონირებისათვის – მიზანი შესრულებულია;
მიზანი 2. – ორი სილაბუსის იმპლემენტაცია: I. „ინოვაციური სისტემები“ და II. „მეწარმეობა“ – ამ მიზნით შესაბამისი კურსები დანერგილია კერძოდ, იკითხება საგანი ა) „მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა“ (კურსის კოდი: 108 – EPS1102 ) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი; ბ) „მეწარმეობის პრინციპები“ (კურსის კოდი: 15 – BUA45005G1) სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; გ) „ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში“ (კურსის კოდი: BUA75001G1) სამშენებლო ფაკულტეტი; – მიზანი შესრულებულია;
მიზანი 3. – ტრენერების მომზადება ინოვაციური პედაგოგიკის და ინოვაციური კომპეტენციების მეწარმეობითი უნარების განვითარებაში. ამ მიზნით ჩატარდა ტრენერთა-ტრენერების (ToT) 4 ტრენინგი პარტნიორ უნივერსიტეტებში, სადაც შესაბამისი მომზადება გაიარა სტუ-ს აკადემიური პერსონალის ექვსმა წარმომადგენელმა, რომლებმაც უკვე აქვთ შესაბამისი სერთიფიკატები და ისინი უკვე მზად არიან მიზნობრივი აქტივობები განახორციელონ სტუ-ში. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ეგიდით სტუ-ში განხორციელდა არაერთი ღონისძიება, სადაც ტრენერებმა სტუდენტებისათვის ჩაატარეს არაერთი ტრენინგ-სემინარი და აქტივობა – მიზანი შესრულებულია;
მიზანი 4. – სწავლების ხარისხის შეფასების ინოვაციური მეთოდების, ინოვაციური პედაგოგიკისა და ინოვაციური კომპეტენციების შეფასების მექანიზმის დანერგვა. ამ მექანიზმის დანერგვის მიზნით პროექტის პარტნიორი ფინეთის ქ. ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი პროექტის პარტნიორებს შესთავაზე გამოყენებული იქნას FINCODA-ს ინოვაციური ბარომეტრის შეფასების ინსტრუმენტი რომელიც შექმნილია ევროკავშირის მიერ, ევროპის 15 მდე აკადემიური და ბიზნეს ორგანიზაციების პარტნიორობის მეშვეობით და აპრობირებულია ამ ორგანიზაციებში. შესაბამისი ცოდნა გაზიარებული იქნა სტუ-შიც, ჩატარდა შესაბამისი პრეზენტაციები (FINCODA-ს ინოვაციური ბარომეტრის შესახებ დეტალური პრეზენტაცია მზად არის და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით დეტალური განხილვის დაგეგმვა) – მიზანი შესრულებულია;
მიზანი 5. – ინოვაციების ცენტრის ფარგლებში განვითარდეს სერვისები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პროექტის ძირითადი ფაზის შემდეგ ინოვაციების ცენტრმა შეძლოს მდგრადობის შენარჩუნება და დამოუკიდე- ბელი ფუნქციონირება და ასევე კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს საუნივერსიტეტო და ქვეყნის მაშტაბით არსებული ინოვაციური სტრატეგიის ზოგიერთი კომპონენტი. მომზადებულია მეწარმეობის მცირე სატრენინგო კურსი რომელიც პერიოდულად ხორციელდება ინოვაციების ცენტრის მიერ. სტუ-ს ინოვაციების ცენტრი თვითდაფინანსების პრონციპით ფუნქციონირებს და ანხორიელებს გეგმიურ აქტივობებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი მოეწყოს ცენტრის საქმიანობის პრეზენტაცია – მიზანი შესრულებულია.
პროექტის დასკვნითი აქტივობა:
დასკვნით ეტაპზე პროექტი InnoCENS-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად 2019 წლის მაისში „ინოვაციების კონკურსი“ ჩატარდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის დაწყების შესახებ 2018 წლის დეკემბერს გამოცხადდა და 2019 წლის 30 აპრილამდე მიმდინარეობდა განაცხადების მიღება. ჯამში სულ მიღებული იქნა 52 ბიზნეს იდეის განაცხადი. პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაბამისი კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ე.წ. ფინალურ ეტაპზე გადაყვანილი იქნა 19 ბიზნეს იდეა. მონაწილე ბიზნეს იდეები ჟიურის მიერ შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: ბიზნეს მოდელის ინოვაციურობა, კომერციული პოტენციალი, სოციალური ზეგავლენა, ბიზნესგეგმის ხარისხი, პრეზენტაციის წარდგენა. აღნიშნული კრიტერიუმები შედგენილი იყო პროექტის კონსორციუმის შესაბამისი კომიტეტის მიერ. ყველა ძირითადი მოთხოვნების სრული დაცვით, ფინალი ჩატარდა 2019 წლის 3 მაისს და გამოვლენილი იქნა გამარჯვებული გუნდი, რომელიც პროექტის სრული დაფინანსებით 11-14 სექტემბერს გაემგზავრა, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) და მონაწილეობა მიიღო პროექტის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
პროექტის აქტივობებში მონაწილეებისა და ბენეფიციარების სახით უშუალოდ ჩართული იყო 100-ზე მეტი სტუდენტი და 15-ზე მეტი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
პროექტი ამჟამად დასრულებულია. შესაბამისი ანგარიში ჩაბარდა კოორდინატორს და ევროპის საბჭოს შესაბამის სააგენტოს. აღნიშნული პროექტის საორგანიზაციო ჯგუფისათვის გასაცემია ორი წლის შრომითი ანაზღაურება რომელიც არ გაცემულა 2018 წლის შემდეგ.
ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები:
პროექტს ექნება გავლენა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში და მათ გარეთ
ინსტიტუციურ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე.
მთლიანად პარტნიორი უნივერსიტეტები;
⦁ სტუდენტები (პარტნიორ ქვეყნებში და მათ გარეთ);
⦁ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი (პარტნიორ ქვეყნებში და მათ
გარეთ);
⦁ ბიზნესის, სამეწარმეო და ინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლები;
⦁ სხვა დაინტერესებული მხარეები და ეკონომიკური პარტნიორები.
დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: InnoCens-GEO