პროექტი Creative Spark – ToT ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება

პროექტი Creative Spark – ToT ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება

10 იანვარს, საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსების გახსნის ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შექმნილი პროექტის მიზანია:
• სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
• ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
• ცოდნის გაზიარება.

პროექტის ფარგლებში პირველ წელს (2019 წ.) დაგეგმილია:
– ტრენინგები სამეწარმეო უნარების განვითარებაში (როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის);
– 10 ბიზნესიდეის შემუშავება ექსპერტთა (ტრენერთა) მოდერაციით;
– ბიზნესიდეების შემდგომი ინკუბაცია;
– საერთაშორისო ონლაინ ბიზნესიდეების ონლაინკონკურსის ორგანიზება;
– ბიზნეს ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინკურსების შეთავაზება სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.

ქართულ-ბრიტანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, 10-14 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება ტრენერთა ტრენერის (ToT) ტრეინინგ-კურსები, რომელსაც ჩაატარებენ პროექტის ინგლისელი პარტნიორები. აღნიშნული აქტივობების მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების და მოდერატორების მომზადება, რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებსა და სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის.