პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ (“Creative Spark“)
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.
პროექტის მიზანია:
- სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
- ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა;
- ცოდნის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში პირველ წელს (2019 წლის თებერვალი-მაისი) დაგეგმილია:
- ტრენინგები სამეწარმეო უნარების განვითარებაში (როგორც პედაგოგებისთვის ასევე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის);
- 10 ბიზნეს იდეის შემუშავება ექსპერტთა (ტრენერთა) მოდერაციით;
- ბიზნეს იდეების შემდგომი ინკუბაცია;
- ე.წ „ინტერშიპი“ კომპანიებში – მუშაობა რეალურ პროექტებზე, კონკრეტული პოზიციის შესაბამისად მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ;
- საერთაშორისო ბიზნეს იდეების ონლაინ კონკურსის ორგანიზება;
- ბიზნეს ინგლისურის ენის ონლაინ კურსების შეთავაზება სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის.
სტუდენტებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ორი გზით:
- „საკუთარი ბიზნეს იდეა“ – პროექტი ითვალისწინებს სტუდენტური იდეების გენერაციის და მის პრაქტიკულ აღსრულებას, ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით;
- „რეალურ ბიზნესპროეტზე მუშაობა“ – რაც გულისხმობს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით, რეალური ბიზნეს ქეისების დამუშავებას და დასმული ამოცანების საპროექტო გადაწყვეტას, ბიზნეს სექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთობლივად საკონსულტაციო მუშაობის გზით;
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ ან ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით, სურთ რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.
პროექტის ძირითად ეტაპზე ჩართვა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
რაც შეეხება პროექტში, ბიზნეს სექტორის ჩართულობას, ეს პროექტი განკუთვნილია იმ პირის/ების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის (მცირე და საშუალო ბიზნესები) რომლებიც ახალი პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შექმნაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან.
ასევე, სტუ-ს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვს პროექტში ჩაერთოს, პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით და სტუდენტებთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით მოამზადონ რეალური პროექტები, რომელიც საბოლოო ჯამში წარდგენილი იქნება ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.
პროექტში ჩართული პირებისთვის, რომლებიც შეძლებენ დასკვნით ეტაპზე წარადგინონ დამუშავებული პროექტები (სულ 10 პროექტი), გათვალისწინებულია სხვადასხვა სამოტივაციო ღონისძიებები.
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ.
აქვე ავღნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ. https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark