„დიდი იდეების კონკურსი 2020“ ფარგებში online ტრენიგები დაიწყო

„დიდი იდეების კონკურსი 2020“ ფარგებში online ტრენიგები დაიწყო

 

დღეს, 8 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) კონკურსანტების მონაწილეობით, online ტრენინგები დაიწყო. ტრეინინგების გახსნით სესიაზე, სტუდენტებს მიმართეს და წარმატება უსურვეს პროექტის კოორდინატორმა, ჟიურის წევრებმა, ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. სესიას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის პროფესორი კოლინ რიგბი და ინოვაციების მრჩეველი ფილიპა ჩეპმენი, ასევე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები, მოწვეული მენტორები და სპიკერები. კონკურსანტებმა გაცნობის მიზნით წარმოადგინეს საკუთარი თავი და იდეები.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ კონკურსის ჩატარება ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რაც სამეწარმეო განათლების სფეროს განსავითარებლად დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.

პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, სესიების თემატიკა ეხებოდა ინოვაციურ იდეებს, სტარტაპებს, ბიზნეს მოდელებს, ზოგადად ეკოსისტემას და სხვა საინტერესო თემებს.
ტრეინინგები 10 მაისს – “Elevator Pitch Event“ ღონისძიებით დასრულდება, სადაც ჟიური მონაწილეების წინასწარ შეფასებას განახორციელებს, მოგვიანებით კი გამარჯვებულებს – 10 ფინალისტს და 1 „სტუ“-ს ჩემპიონს ერთ წუთიან ინგლისურ ენოვან ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით გამოავლენს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში Covid-19  პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, „დიდი იდეების კონკურსი 2020“, რომელიც „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ (Creative Spark) ფარგლებში ტარდება, (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით) მიმდინარეობს  დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.