პროექტი „შემოქმედებითი ნაწერკალის“, საპროექტო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, სტუ-ს და კილის უნივერსიტეტის პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებს შორის, მორიგი საქმიანი „ონლაინ” შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ექსპერტის სტატუსით, მონაწილეობდა, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი; „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი; პეკინის საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი დავით აფციაური.
დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს, პროექტი „შემოქმედებითი ნაწერკალის“ შემდგომი მდგრადი განვითარების და პროექტის სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე განხილული იყო, პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი”-ის შემდგომი მდგრადი განვითარების შესაძლებლობები. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. კერძოდ კი საუბარი შეეხო სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის მიმდინარე თანამშრომლობაში, ე.წ. „მესამე მხარის“ ჩართვის შესაძლებლობებს, რომლის კონტექსტში განხილული იქნა „სავაჭრო სამრეწველო პალატის” და სხვა ინსტიტუციების პროექტის აქტივობებში ჩართვის გზები. ამასთან დაკავშირებით კილის უნივერსიტეტის პროფესორმა კოლინ რიგბიმ, შეხვედრაზე ისაუბრა იმ მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში არსებობს კილის უნივერსიტეტსა და „სტენდფორშეარის“ მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის. მან შეხვედრაზე წარმოადგინა ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ხორციელდება ამ ორ ინსტიტუციის ერთობლივი თანამშრომლობით.
შეხვედრაზე, ასევე პროფესორმა დავით აფციაურმა თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის, ცოდნის გაზიარების და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე. მისი მხრიდან შემოთავაზებული იქნა კონკრეტული თანაშმრომლობის პროექტები, როგორიცაა მაგალითად საერთო საჯარო დისკუსიების გამართვის, ონლაინ ვორკშოპების და საექსპერტო შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობები. თანამშრომლობის გაატქიურების მიზნით, შეხვედრაზე შეირჩა შემდგომი თანამშრომლობის თავდაპირველი ფორმატი და დაიგეგმა მომდევნო რამდენიმე აქტივობა, რომლის შესახებაც დაინტერესებული პირები მალე იქნებიან ინფორმირებული.
შეგასხენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს: „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტს.
„შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობას სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოების მიერ. მეტი ინფორმაცია იხ.
https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark
პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.