პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის  “დიდი იდეების კონკურსი 2021’’ იწყება Big Idea Challenge – 2021

პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის “დიდი იდეების კონკურსი 2021’’ იწყება Big Idea Challenge – 2021

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხადდება “დიდი იდეების კონკურსი 2021“ (Big Idea Challenge – 2021),  რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნეს პროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).

კონკურსი ტარდება ოთხ კატეგორიაში:

  1. ციფრული ტექნოლოგიები;
  2. სოციალური გავლენა;
  3. შემოქმედებითობა;
  4. კლიმატის ცვლილება.

გამარჯვებულები, გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით, საიდანაც:

  • ჯამში 30 გუნდი მიიღებს საერთაშორისო მენტორობის პაკეტს, ხოლო 8 გამარჯვებული საერთაშორისო ბიზნეს მხარდაჭერას იდეის განვითარებისათვის და შესაძლებლობას მიიღოს ფულადი პრიზი 3000 £ (ფუნტ სტერლინგს).
  • ასევე ცალკე კონკურსად განიხილება ე.წ. „ხალხის რჩეული“ რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებული გუნდები. ხალხის რჩეული დამატებით მიიღებს 3000 £ (ფუნტ სტერლინგს).

დაინტერესებულ პირებს, რომელთაც აქვთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი, 1 მარტამდე მოეთხოვებათ უბრალოდ ინტერესის გამოხატვა პლატფორმაზე რეგისტრაციის სახით.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://creativespark-bigidea.uk/

რეგისტრაციის შემდეგ (1 მარტი) დაგიკავშირდებიით საორგანიზაციო გუნდი და დარეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის ჩატარდება სხვა და სხვა ტრენინგ სესიები და მათ გაეწევათ შესაბამისი მენტორინგი. ამის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს, ჯამში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე 60 წამიანი ვიდეო მოხსენების სახით წარდგენილი იქნება ჯერ პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში საქართველოს მაშტაბით, ხოლო იქ გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მაშტაბით გასამართ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. ასევე პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული ე.წ. ხალხის რჩეულის კატეგორიაში.

სხვა დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია:

–        კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება;

–        ბიზნეს იდეების განვითარება ინკუბაციის და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით;

–        კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა;

“დიდი იდეების კონკურსი 2021“-ის მთავარი ამოცანაა სტუდენტური იდეების გენერაცია და შემდგომ მისი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციის და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნეს იდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება;
  • ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით;
  • ცოდნის გაზიარება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ:  https://creativespark-bigidea.uk/ 

(ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა, სხვა არაფერი არ მოგეთხოვებათ. მსურველებს რეგისტრაციის შემდეგ დაგიკავშირდებით).

აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“. – „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხ.   https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark

პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge   ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებ გვერდი: innovations.gtu.ge

FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU

ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge

ტელ.: 2 36 51 29