საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – “შემოქმედებითი ნაპერწკალი” ინოვაციური კონკურსის “დიდი იდეების გამოწვევა 2020’’ (Big Idea Challenge 2020)” სააპლიკაციო განაცხადების მიღება დასრულდა.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი გარემოებისა (COVID 19 პანდემია), ჩვენი სტუდენტები განსაკუთრებულად დიდი აქტიურობით გამოირჩევიან და შთამბეჭდავი რაოდენობის მონაწილეობის მსურველიც გვყავს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს!
23 გუნდი და 40-ზე მეტი სტუდენტი იბრძოლებს გამარჯვებისათვის. ასევე გიზიარებთ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს კონკურსის შესახებ, იხ ატვირთული ფაილი: სტატისტიკა-Big-Idea-Challenge-2020 (1)
აქვე ავღნიშნავთ, რომ ფინალისტები და გამარჯვებული, სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით 25 მაისამდე გამოვლინდება სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც ქართველი ასევე ბრიტანელი წევრები. ჟიურის მიერ შეირჩევა 10 ფინალისტი, რომლებიც ავტომატურად გადავლენ მომდევნო ეტაპზე და მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის საქართველოს ფინალში და ექნებათ მთლიან კონკურსში გამარჯვების შანსი (კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. https://creativespark-bigidea.uk/ მიმდინარე წლის 8; 9 და 10 მაისს მონაწილეებისათვის ჩატარდება სპეციალური სერტიფიცირებული online ტრეინინგები. მოკლედ, წინ შრომატევადი დღეებია!
კონკურსი იმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის პარტნიორობით;