ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-4 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით და სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, პარასკევს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ–ს მეწარმეობის დღე 2022“ მეოთხედ, ონლაინ 11:00-18:00 საათებში ჩატარდება.
ნებისმიერ სტუდენტს, კურსდამთავრებულს, აკადემიური და ადმინისტრაციული წრის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული ბრძანდებით ღონისძიების თემატიკით, გაქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეა ან უბრალოდ გინდათ მეტი გაიგოთ მეწარმეობის, სამეწარმეო ცოდნის, ინოვაციების და ზოგადად ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ „სტუ-ს მეწარმეობის დღე 2022-ს”.
ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, ZOOM პლატფორმის გამოყენებით, ერთი დღის განმავლობაში და ის ითვალისწინებს 5 სხვადასხვა სესიას რომელსაც გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები. სესიაზე განსახილველი თემებია:
- სესია 1 – სემინარი თემაზე: „მეწარმეობა გლობალურ გარემოში – მეწარმეობის თანამედროვე პარადიგმები”;
- სესია 2 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო საქმიანობა და მეწარმეობის სამართლებრივი საკითხები”;
- სესია 3 – სემინარი თემაზე: „ინვესტიციების მართვა სამეწარმეო საქმიანობაში”;
- სესია 4 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო ადამიანური რესურსების მართვა და თავისებურებები”;
- სესია 5 – სემინარი თემაზე: „სამეწარმეო უნარები და მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობა”;
კურსის სრულად გავლის შემთხვევაში, დღის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი – ქართულ-ბრიტანული სერთიფიკატები.
ასევე ღონისძიებაზე გაიგებთ მეტს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ სამომავლო გეგმების შესახებ.
„მეწარმეობის დღე 2022“-ის ღონისძიების პარტნიორია სტუ-ს ტრანსპორტისა და ინდუსტრიის მენეჯმენტის დეპარტამენტი, სადაც 2021-2022 სასწავლო წლიდან პირველი წელია ხორციელდება ექსკლუზიური საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“. სესიებზე წარმოდგენილი თემები მომზადებულია აღნიშნული პროგრამის აკადემიური პერსონალის მიერ, კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოდერაციით. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. განაცხადები მიიღება 16 თებერვლის 23:59 საათამდე. რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/UH62vyLnYam2uusZ9