ქართველ და ბრიტანელი სტუდენტებს შორის „სტუდენტური ონლაინ-ხიდი“ გაიმართება

ქართველ და ბრიტანელი სტუდენტებს შორის „სტუდენტური ონლაინ-ხიდი“ გაიმართება

სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, პარასკევს, 5 მარტს, 15:00 საათზე ქართველ და ბრიტანელ სტუდენტებს (კილის უნივერსიტეტი) შორის „სტუდენტური ონლაინ-ხიდი“  გაიმართება. ღონისძიების მიზანია ორი ქვეყნის სტუდენტების დაახლოება, მათი სამომავლო თანამშრომლობის სტიმულირება და გამოცდილების გაზიარება შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

– კილის უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე :

  • ღონისძიებების დაგეგმვა და საზოგადოებების ორგანიზება;
  • ნეთვორქინგი და შეხვედრები ლექტორებთან/სტუდენტებთან და ა.შ.
  • კილის სტუდენტური ცხოვრება კამპუსში;
  • მეწარმეობა და შესაძლებლობების აღმოჩენა ინდუსტრიასა და პროფესიებში;
  • კითხვა/პასუხის სესია;

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მსურველებმა, 4 მარტის ჩათვლით საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://forms.gle/yCAhohJ9N4pHCDch7

სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში იმართება;

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი შემოქმედოებითი ნაპერწკალი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და  ის კოორდინაციაშია სტუ-ს  და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge  ან დაგვირეკეთ ტელ.: 2 36 51 29