სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ქართველი და ბრიტანელი სტუდენტების (კილის უნივერსიტეტი) მონაწილეობით „სტუდენტური ონლაინ-ხიდი“ გაიმართა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს ორმხრივი პრეზენტაციები სტუდენტური ცხოვრებისა და ზოგადი გამოწვევების შესახებ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.
გამოითქვა არაერთი მოსაზრება და საინტერესო ინიციატივა შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ;
ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში იმართება;