„შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-3 წლის პროექტი დაიწყო

„შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-3 წლის პროექტი დაიწყო

8 დეკემბერს, 13:00 საათზე, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ) გაიმართა პროგრამა “მოქმედებითი ნაპერწკალის” მე-3 წლის  პროექტის გახსნის ღონისძიება. შეხვედრა იყო საჯარო ფორმატის და მასზე დასწრება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგების პრეზენტაცია სახელწოდებით „Ways to engage in Enterprise and Entrepreneurship at GTU”, რომლის მიზანი, ფართო საზოგადოებისთვის პროექტის პირველი და მეორე წლის მიღწევების გაცნობა და მე-3 წლის სამომავლო ინიციატივების და გეგმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება იყო. პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი სანახავად გადადით ბმულზე: http://innovations.gtu.ge/?page_id=1173

შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში”,  ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK). სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.