
ინგლისელი სტუმრები კილის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და მათემატიკის სკოლის თანამშრომლები არიან. სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამეწარმეო კომპეტენციებზე, სათანადო კონსულტაციები გაუწიეს ქართველ კოლეგებს განათლება-მეწარმეობა თანამშრომლობისა და ამ მხრივ, შესაბამისი კავშირების დამყარება-განვითარების მიმართულებით.
მობილობის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. შეხვედრებზე განხილული და დამუშავებული იქნა მომავალი თანამშრომლობის დეტალები ახალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად პროგრამაში, რომელსაც „ბრიტანული საბჭო“ (The British Council) საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს – „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative spark: Higher education enterprise program).
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით მობილობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნა კულტურული ღონისძიებებიც, სადაც ინგლისელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.