პროექტი ReINNOVA
პროექტის სახელი
კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში
დონორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებსი სამინისტრო. საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით
პარტნიორი: კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
პროექტის მიზნებია:
- სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება;
- განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.
ამოცანა:
პროექტის ითვალისიწნებს სტუ-ს ორ ფაკულტეტზე, კერძოდ: 1. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის და 2. სამშენებლო ფაკულტეტის ჯამში 6 საგანმანათლებლო პროგრამაში, „სტუ-ს ინოვაციებისა და კვლევების პროგრამა – ReInnova”-ს პილოტირებს და სასწავლო მოდულის „საწარმოო პრაქტიკა“ გაძლიებებას;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება საქართველოს და ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები – მათ შორის ამ პროგრამების ნაწილს საქართველოში ანალოგები არ გააჩნია. შესაბამისად დასაქმების ბაზარზე დიდია მოთხოვნა კურსდამთავრებულებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის როგორც ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული საინჟინრო სკოლისათვის საქართველოში, მოქმედი 2022-2028 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრულია ის პრიორიტეტები, რომლებიც მიზნად ისახავს აკადემიურ სივრცეში, სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი სტანდარტების დანერგვას, რომლებიც მუდმივად გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს და გაზრდის განათლების შესაბამისობას თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებთან.
პროექტის მიზანია უნივერსიტეტის როგორც საინჟინრო განათლების ტრადიციულ ინსტიტუციასა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება; განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.
საბოლოოდ გვსურს კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით, შეიქმნას კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას და განსხვავების შემცირებას სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის (skills gap).
ჩვენი კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით.
იმისათვის რომ გავამარტივოთ ურთიერთობები და მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ დამსაქმებელს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის კავშირი, შესაბამისი პროფილის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვთავაზობთ ღია თანამშრომლობას ზემოთ აღწერილი მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად მოხარული ვიქნებით განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება რომელიც გააუმჯობესებს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნეს შორის თანამშრომლობას.
შესაბამისობა სტუ-ის სტრატეგიულ მიზნებთან:
სტუ-ს სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები და არსებული საჭიროებები შეესაბამება პროექტის იდეას. იდეა ეყრდნობა უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას. შესაბამისად, ამ საპროექტო განაცხადის ძირითადი არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირება სტუ-ში, რათა შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით სტუ-ში სტიმულირდეს ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა; მოხდეს ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის.
პროექტის იდეის კონცეფცია ვიზუალურად გამოიყურება შემდეგნაირად:
